კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
პოემებიპოემები
პოემები

უფასო მიწოდება

18.95
პოემები
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

პოემები

ID: 9789941315688
პოემები  poemebiპოემები  poemebi

გამოცემის წელი: 2023

გვერდების რაოდენობა: 162

ISBN: 9789941315688

გამომცემლობა: ინტელექტი

18.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში
პაატა შამუგია

დაიბადა 1983 წელს აფხაზეთში. ცხოვრობს თბილისში. ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით ანტიტყაოსანი. სამწლიანი პაუზის შემდეგ (2010 წ.) გამოსცა პოეტური კრებული უპირატესობა, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. 2011 წელს გამოვიდა პაატა შამუგიას დაუჯდომელი, რომელშიც ავტორმა პრემია საბა აიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში. 2012 წელს ჟურნალმა ცხელმა შოკოლადმა პაატა შამუგია წლის ადამიანად დაასახელა. 2014 წელს ინტელექტმა გამოსცა პაატა შამუგიას ახალი პოეტური კრებული შიზოგადოება, რომელიც პრემია საბათი დაჯილდოვდა 2015 წელს. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, თურქულ და გერმანულ ენებზე.

ანოტაცია

„პოემა მარგინალური სალექსო ფორმა გახდა, თუმცა ჩემთვის, რატომღაც, გამოხატვის საკვანძო მომენტად იქცა ეპიკურ სივრცეში შესვლა და სათქმელის ისე გადახსნა, თითქოს დრო გაჩერებული იყოს. მას შემდეგ, რაც „ეკონომიური ლექსები“ გამოვეცი, ვფიქრობ, დადგა დრო, მკითხველმა სრულიად არაეკონომიურ „ფორმაშიც მნახოს“. რთული სათქმელია, ვის რას მისცემს პოემები აქ და ახლა. ის კი ვიცი, ასე ერთიანად თავმოყრამ თავად მე რომ მომცა საშუალება, სხვა ყველაფერთან ერთად, თვალი გავადევნო ამ პოემების ავტორის (სწორედ ასე, მესამე პირში, გაუცხოებულად) პიროვნულ, ესთეტიკურ თუ მსოფლმხედველობრივ ცვლილებებს, ხედვების აყირავებისა თუ პირადი კრიზისების პანორამას წლიდან წლამდე, პოემიდან პოემამდე. არსებობს უძველესი ეგვიპტური ტრაქტატული პოემა, პაპირუსზე იერატიკული ხელწერით შესრულებული, რომელსაც ჰქვია „იმედგაცრუებული კაცის საუბარი საკუთარ სულთან“. მანდ ერთ დიდ კითხვას სვამს დიდი და ჩვენთვის უცნობი ეგვიპტელი: „ხარ თუ არა ადამიანი? სანამ ცოცხლობ, იქამდე მაინც...". ჩავთვალოთ, რომ ამ კითხვაზე პასუხის ძიებაა ყველა ეს პოემა, და ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას განცდილი გარდაუვალი მარცხი, ესეც უნდა ითქვას.“ – პაატა შამუგია

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი პაატა შამუგია
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 162
  • ფორმატი 145 x 185 მმ
  • ყდა მაგარი
  • გამოცემის წელი 2023
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.