კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
პატარა მარანი, საფერავი, წითელი მშრალი ღვინო, 2022 წ.პატარა მარანი, საფერავი, წითელი მშრალი ღვინო, 2022 წ.
პატარა მარანი, საფერავი, წითელი მშრალი ღვინო, 2022 წ.

უფასო მიწოდება

57.00
პატარა მარანი, საფერავი, წითელი მშრალი ღვინო, 2022 წ.  paTara marani, saferavi, tsiteli mshrali ghvino, 2022 ts. - ვარიაცია 1 პატარა მარანი, საფერავი, წითელი მშრალი ღვინო, 2022 წ.  paTara marani, saferavi, tsiteli mshrali ghvino, 2022 ts. - ვარიაცია 1

პატარა მარანი, საფერავი, წითელი მშრალი ღვინო, 2022 წ.

ID: 20PTR2022MAR2
  • პატარა მარანი, საფერავი, წითელი მშრალი ღვინო, 2022 წ.
     
  • ყურძნის ჯიში: საფერავი.
     
  • ტექნოლოგია: ქვევრი.
     
  • ალკოჰოლის შემცველობა: 13%.
     
  • ქვეყანა: საქართველო.
     
  • რეგიონი: წარაფის მიკრო-ზონა, კახეთი.
     
  • არომატი: მდიდარი.
     
  • გემო: დაბალანსებული.
     
  • ბოთლის ტიპი: შუშა.
     
  • ფერი: წითელი.
     
  • წელი: 2022.
     
  • მოცულობა: 750 მლ.

57.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

დახასიათება

ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი თავისი გამორჩეული ფერით, სუნით თუ არომატებით, ეს არის მთელი წლის მანძილზე, „ადამიანისა და ბუნების უწყვეტი ურთიერთობის საგა“, თავისი დარდითა და სიხარულებით. ის თავად ჰყვება ამბავს: როგორ ექცეოდნენ, ვინაა და/ან როგორია მისი პატრონი. ამიტომაც, ღვინის მოყვარულებო, დაგემოვნებისას წამით ასახეთ ეს ურთიერთობა თქვენ გონებაში და ისიამოვნეთ ჩვენი, ქართული ბუნებრივი ღვინით.

ბრენდის ისტორია

,,პატარა მარანი“ წარმოადგენს საოჯახო ტიპის მარანს. ჯერ კიდევ 2002 წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ოჯახმა წარადგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის ჯიშების, ვენახების, წარმოებული ფერმერული ღვინოების შესწავლას. მიზანი, მევენახე ფერმერული გლეხების. მეურნეობის მოწყობასა და ღვინოების რეალიზაციაში მხარდაჭერა იყო, რათა შენარჩუნებულიყო აქა-იქ შემორჩენილი უნიკალური ქართული ჯიშები და წახალისებულიყო ღვინის დაყენების მრავალსაუკონოვანი    ტრადიციის    აღორძინება;    პირველად, სწორედ ,,პატარა მარნის“ მფლობელი, ქალი მეღვინის - თეა სტურუას პროექტის ფარგლებში მოხდა ფერმერების, ვენახებისა და ღვინოების ლაბორატორიული შემოწმება და სწორედ ამ ფერმერების ღვინოები საქართველოში პირველად ჩამოისხა ბოთლებში, მოხდა მათი ეტიკეტირება და სარეალიზაციოდ გამზადება. 2003 წელს პროექტი დასრულდა საქართველოში პირველი „ქართული ვაზის ფესტივალი“-თ, რომელიც ,,პატარა მარნის“ ღვინის მწარმოებელი მეუღლეების და ოჯახის წევრების მიერ იყო ორგანიზებული. 2006 წელს ვენახის მოვლითა და ღვინის კეთების სურვილით შეპყრობილებმა, აწ უკვე გამოცდილებმა, შეიძინეს პირველი ვენახი და აქედან დაიწყო ყველაფერი. დღეს, „პატარა მარანი“ ფლობს 6 ცალ 1 ტონიან ქვევრს, კარდენახში ახოებში საფერავისა და რქაწითელის და წარაფში რქაწითელის ვენახებს (სულ:1,25ჰა); ოჯახის ყველა წევრი ჩართულია ვაზისა და ღვინის მოვლა-დაყენების პროცესში. მიზნად დასახული აქვთ ბუნებრივი ღვინის ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენება, რის გამოც ვენახების მოვლა ხდება ორგანული წესით. ღვინო იწარმოება მწარმოებლის საკუთარი ვენახიდან. მევენახეობაში არ არის გამოყენებული ჰერბიციდი, პესტიციდი, სისტემური პრეპარატები და მინერალური საკვები დანამატები. რიგთა შორის სივრცეები გაკორდებულია და ვენახი არ ირწყვება. ღვინის წარმოების პროცესში არ არის გამოყენებული გოგირგი, ტემპერატურის ხელოვნური ცვლილება და ფილტრაცია. ღვინო მზადდება ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ჭაჭაზე არანაკლებ 6 თვის დაყოვნებით. ,,პატარა მარანი“ ტრადიციული კახური მეთოდით აწარმოებს მხოლოდ ორი სახეობის ღვინოს: საფერავსა და რქაწითელს. წარმოადგენს ორგანული/ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრს და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრს.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაციები

  • კატეგორიაწითელი ღვინო, ღვინო მცირე მარნებიდან, ბუნებრივი ღვინის ასოციაცია
  • სახეობამშრალი
  • ფერიწითელი
  • ქვეყანა-რეგიონისაქართველო, საქართველო-კახეთი
  • ბრენდიპატარა მარანი
  • ყურძნის ჯიშირქაწითელი
  • წელი2022
  • ტექნოლოგიაქვევრი
  • ალკოჰოლის პროცენტი13%
  • მოცულობა750 მლ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.