კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ლიტერატურული წახნაგები – გილგამეშიდან ენეასამდელიტერატურული წახნაგები – გილგამეშიდან ენეასამდე
ლიტერატურული წახნაგები – გილგამეშიდან ენეასამდე

უფასო მიწოდება

18.95
ლიტერატურული წახნაგები – გილგამეშიდან ენეასამდე
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ლიტერატურული წახნაგები – გილგამეშიდან ენეასამდე

ID: 9789941315848
ლიტერატურული წახნაგები – გილგამეშიდან ენეასამდე  liTeraTuruli tsakhnagebi – gilgameshidan eneasamdeლიტერატურული წახნაგები – გილგამეშიდან ენეასამდე  liTeraTuruli tsakhnagebi – gilgameshidan eneasamde

გამოცემის წელი: 2024

გვერდების რაოდენობა: 248

ISBN: 9789941315848

გამომცემლობა: ინტელექტი

18.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

„ლიტერატურული წახნაგების“ პირველ ტომში ძველი მსოფლიოს ლიტერატურა მოხვდა. ყველაფერი იწყება გილგამეშის ეპოსით. ამ ეპოსის სახით ჩვენ წინაშეა მსოფლიოს უძველესი ლიტერატურული ძეგლი. ეს ეპოსი დაიკარგა და მეცხრამეტე საუკუნეში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. მანამდე მიიჩნეოდა, რომ პირველი დიდი ტექსტები, „ილიადას“ და „ოდისეას“ სახით, ჰომეროსმა დაგვიტოვა. ჰომეროსი უდიდესი ავტორია, ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ საკითხების მთელ წყებას, რომელსაც მეცნიერები „ჰომეროსის საკითხის“ სახელით განიხილავენ, ვისაუბრეთ აქილევსის, ჰექტორის, აიასის, ოდისევსისა და აგამემნონის სახეებზე, ტროის ომზე, მის რეალობასა და ქრონოლოგიაზე, მასში ქართველების მონაწილეობაზე და ა. შ.

 

ჰომეროსთან ერთად ჩვენს წიგნში საუბარია ანტიკურ თეატრზე, ესქილეზე, სოფოკლეზე, ევრიპიდეზე, არისტოფანეზე, მათს ტრაგედიებსა და კომედიებზე, მათს ურთიერთობებზე, პერსონაჟებზე, დრამის წარმოშობაზე, თეატრის განვითარებაზე, ცალკეულ გრანდიოზულ პერსონაჟებზე: ოიდიპოსზე, ანტიგონეზე, მედეაზე, ორესტეზე... ტრაგედიასთან ერთად ვისაუბრეთ ძველ ანტიკურ კომედიაზე, კომედიის მამაზე, არისტოფანეზე, და მის გამორჩეულ

პიესებზე: „მხედრებზე“, „ლისისტრატესა“ და „ბაყაყებზე“.

 

ძველი ბერძნული პროზა ჩვენს წიგნში წარმოდგენილია პლატონის უკვდავი დიალოგებით – „სოკრატეს აპოლოგიითა“ და „ნადიმით“. გენიალური ფილოსოფოსი ბრწყინვალე სტილისტი იყო, რომელიც ურთულეს ფილოსოფიურ იდეებს ფაქიზი მხატვრული ქსოვილით მოსავდა. პლატონი იწყებს თავისი უკვდავი მასწავლებლის სიკვდილით და აგრძელებს სიყვარულის უკვდავების იდეით.

 

ყველაფერ ამას მოსდევს საუბარი პუბლიუს ვერგილიუს მაროს „ენეიდაზე“, რომაულ „ილიადაზე“, რომელიც თავისი ეპოქის უდიდეს პოეტს რომის იმპერატორმა, გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანუს ავგუსტუსმა შეუკვეთა. წიგნს ასრულებს ბოლო შტრიხი – ვერგილიუსის მიერ აღწერილი ენეასის, კეთილშობილი და ღვთისმოსავი გმირის, სახე...

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ლევან ბერძენიშვილი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 248
  • ფორმატი 145x 205 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2024
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.