უფასო მიწოდება
•თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო.
•ყურძნის ჯიში: ცოლიკაური.
•ტექნოლოგია: კლასიკური, მუხის კასრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 11.5%.
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•არომატი: თეთრი ხილი.
•გემო: რბილი, ხავერდოვანი, დაბალანსებული მჟავიანობით.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•წელი: 2021.
•ფერი: თეთრი.
•მოცულობა: 750 მლ.
ვისმინოს ტვიში გახლავთ ღია ჩალისფერით შეფერილი თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო, დაყენებული ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან. ის გამოირჩევა ინტენსიური თეთრი ხილის არომატებით, გემო კი რბილია და ხავერდოვანი, სასიამოვნო მჟავიანობით, რომელიც ჰარმონიულად ეხამება ღვინის ერთობლიობას და სტრუქტურას. იდეალურად ერწყმის თევზსა და ხილის სალათებს, თუმცა, ასევე, შესანიშნავი აპერიტივია.
Vismino ქართული კომპანია GWS-ს კიდევ ერთი ბრენდია, რომლის სახელწოდებაც მის არსს, ხასიათსა და კონცეფციას გამოხატავს. ის რბილი ჟღერადობისაა და შეიცავს როგორც ღვინის სმის, ისე მუსიკის სმენის ასოციაციურ ელემენტებს (ღვინო, ვინო, სმა, სმენა, მოვიმისნო, ვისმინო), რაც შეეხება ბოთლის შეფუთვას, ის ბგერებისა და ფერების ერთმანეთთან დაკავშირების თეორიების საფუძელზე შეიქმნა. ჩვენი წინაპრები უმღეროდნენ ვენახს იმისთვის, რომ დადებითი მუხტი მიეტანათ მისთვის, ჰარმონია შეექმნათ და, საბოლოოდ, ღვინოს ასეთივე ჰარმონიულ განწყობაზე დაეყენებინა ადამიანი. ვისმინო სწორედ ამ ტრადიციას მიყვება.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.