ელექტრო გამათბობლები გამძლე და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებია, რომელთა განთავსებაც ნებისმიერ სივრცეშია შესაძლებელი. გამათბობლის ეს ვერსია მობილურობით გამოირჩევა, მისი მთავარი უპირატესობა კომპაქტური ვიზუალი და გადაადგილების შესაძლებლობაა, რაც საშუალებას გვაძლევს დავარეგულიროთ ტემპერატურა სხვადასხვა სივრცეში სურვილისამებრ.
VELI.store-ის ქვეკატეგორიაში „ ელექტრო გამათბობლები “, სხვადასხვა ბრენდისა და სახეობის ტემპერატურის მარეგულირებელი ტექნიკაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, აქ შეძლებ შეიძინო ბატარეები და ფანრები, უამრავი დამხმარე ხელსაწყო და სხვადასხვა აქსესუარი შენი სახლის მოწყობისთვის.
როგორ შევარჩიოთ ელექტრო გამათბობლები
ელექტრო გამათბობლის შერჩევისას მნიშვნელოვანია მოწყობილობის ტიპი და სიმძლავრე. ოთახის გათბობის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ენერგიაზე. საშუალოდ 15მ² ფართობის ოთახი შეიძლება გაათბოს 1 კვტ-იანმა აპარატმა, ხოლო დიდი ფართობისთვის საჭიროა შედარებით ძლიერი მოწყობილობის შეძენა.
ასევე საჭიროა ყურადღება მივაქციოთ ოთახის სიმაღლეს. მაღალჭერიანი ოთახის გათბობა მეტ ენერგიას მოითხოვს. ასევე, გამათბობლის სიმძლავრის დადგენისას უნდა გავითვალისწინოთ ფანჯრების რაოდენობა და მასალა.
შეარჩიე საუკეთესო ხარისხის ელექტრო გამათბობლები VELI.store-ზე
ველი ონლაინ მაღაზიაა, სადაც შეგიძლია უამრავი ტიპის ტექნიკა ფასდაკლებითა და სხვადასხვა შეთავაზებით შეიძინო. არ აქვს მნიშვნელობა ეს ელექტრო გამათბობლები იქნება, პლანშეტები, დინამიკები თუ სმარტ გაჯეტები, ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას VELI.store-ზე მაღალი ხარისხისა და მისაღები ფასის გარანტია გექნება.
ელექტრო გამათბობლის შეძენისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:
- როგორი ტიპის ელექტრო გამათბობლები გვჭირდება
- რა ზომის სივრცე უნდა გათბეს
- ენერგოეფექტურობა
- უსაფრთხოება
ამ ჩამონათვალში წარმოდგენილ მახასიათებლებზე პასუხს ველიზე წარმოდგენილი ელექტრო გამათბობლების აღწერაში იხილავ. შეძენამდე წინასწარ განსაზღვრული ფართობის ცოდნა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელი ფაქტორია მოწყობილობის სიმძლავრისა და ფუნქციური მახასიათებლების სწორად შესათავსებლად.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეს უმთავრესი საკითხია გამათბობლის შერჩევისას, რადგან უხარისხო გამათბობელმა შესაძლოა დიდი საშიშროება შექმნას. მსგავსი ფაქტის თავიდან ასაცილებლად, შეარჩიე ელექტრო გამათბობლები VELI.store-ზე, სადაც ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას მსოფლიოს მოწინავე ბრენდები მოგცემენ.
აქ წარმოდგენილ მოწყობილობებს სხვადასხვა პარამეტრული ფუნქციები აქვთ, რომლებიც იცავს მათ გადახურების ან დაზიანებისგან. გარდა ამისა, სპეციალური მახასიათებლები, როგორიცაა: ენერგიის დაზოგვის რეჟიმები, რეგულირებადი თერმოსტატები, დაბალი სიმძლავრე და პროგრამირებადი ტაიმერები, ხელს უწყობენ ენერგიის მოხმარების შემცირებას, რაც ელექტრო ენერგიის გადასახადსაც შეამცირებს.
იშოპინგე VELI.store-ზე და ისარგებლე უფასო შეფუთვისა და მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.