თანამედროვე სამყაროს აჩქარებულ ტემპში სმარტ საათის განსაკუთრებულად კომფორტული და ფუნქციური ნივთია. სმარტ საათი გეხმარება, რომ წვდომა გაიმარტივო სხვადასხვა აპლიკაციაზე, მარტივად უპასუხო ზარებსა და შეტყობინებებს, ამასთან ერთად შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვაც გაიმარტივო. ველიზე სმარტ საათების დიდი არჩევანი დაგხვდება.
სმარტ საათების ფართო ასორტიმენტი ონლაინ
ველიზე როგორც IOS, ასევე Android ოპერაციულ სისტემებთან თავსებად სმარტ საათებს შეხვდები. შენი სმარტფონისა და საჭიროებების შესაბამისად, შენთვის სასურველ საათს იოლად შეარჩევ.
სმარტ საათები IOS-ისთვის
თუკი Apple-ს სმარტფონს ფლობ, შენთვის Apple Watch Series 10 GPS 46mm Jet იდეალური ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს. საათს აქვს ნათელი 496 x 416 რეზოლუციის მქონე ეკრანი და თანამედროვე, მგრძნობიარე სენსორები. საათის მეშვეობით შეგიძლია ტემპერატურის, სისხლში ჟანგბადის დონის, პულსისა და ძილის ხანგრძლივობის მონიტორინგი. ველიზე მოდელს შავ, ოქროსფერ და ლურჯ ფერებში აღმოაჩენ.
ასევე კარგი არჩევანია Apple Watch SE 2024 GPS 40mm Silver Aluminium Apple S8 2 ბირთვიანი პროცესორით და 32 GB მეხსიერებით. საათს აქვს უკონტაქტოდ დამუხტვის ფუნქცია და 18 საათამდე მუშაობის შესაძლებლობა. ასევე ფიტნეს რეჟიმი, ნავიგაციისა და უკონტაქტო გადახდების ფუნქციები. სპეციალური დიზაინი უზრუნველყოფს ეკრანისა და კორპუსის დაცვას, ხოლო წყალგამძლეობა გარანტირებულია 50 მეტრის სიღრმემდე.
სმარტ საათები Android-ისთვის
სხვადასხვა ტიპის სმარტ საათები სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებს შეესაბამება. Apple Watch მხოლოდ IOS სისტემასთან არის თავსებადი, თუმცა სხვა საათები შესაძლოა Android სისტემასთან ერთად IOS-საც წარმატებულად დაუკავშირდეს.
მაგალითისთვის, Xiaomi Amazfit GTR Mini Smart Watch Blue ორივე პლატფორმის მხარდაჭერით გამოირჩევა, თუმცა Android-ის ოპერაციული სისტემა აქვს. საათს აქვს 120-ზე მეტი სპორტული რეჟიმი და 24/7 ჯანმრთელობის მონიტორინგის შესაძლებლობა.
ბრენდისგან ველიზე ასევე Xiaomi Amazfit Bip 5 Unity Smart Watch Gray შეგხვდება. საათი თავსებადია თავსებადია Android 7.0, iOS 14.0 და შედეგ ვერსიებთან. გააჩნია IP68 სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ მოწყობილობა დაცულია წყლის და მტვრისგან.
ველიზე შეგიძლია Honor Watch 5 with Silicone Strap Gold აღმოაჩინო. საათს აქვს 15 დღიანი სტანდარტულ რეჟიმში მუშაობის უნარი და უზრუნველყოფს უზუსტეს GPS ტრექინგს. სპეციალური სისტემის მეშვეობით შეუძლია სხეულის სრული სკანირება და ჯანმრთელობის მონიტორინგი 24/7.
ექსკლუზიურად Android ოპერაციული სისტემისთვის არის შექმნილი Samsung Galaxy SM-R390 Fit3 Smart Watch Silver ულტრა თხელი ჩარჩოებით. საათს აქვს ენერგოეფექტური ბატარეა და 13 დღემდე უწყვეტად მუშაობის შესაძლებლობა. საათი გაგიმარტივებს ძილისა და სხვადასხვა სპორტული აქტივობის მონიტორინგს.
თუკი სმარტ საათებს კლასიკურ საათებს ამჯობინებს, ველიზე წარმოდგენილ ფართო ასორტიმენტს შეგიძლია თვალი გადაავლო. ონლაინ შოპინგისას სმარტფონებიც შეგიძლია აღმოაჩინო. შენ მიერ შერჩეულ ნივთებს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.