კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ფანრები
ფილტრაცია
დალაგება:

ფანრები

Ansmann Worklight WL250 4AA Flashlight Black/Blue
Ansmann TL-X30 2C Flashlight Black/Silver
Ansmann TL-X20 2AA Flashlight Black/Silver
Ansmann TL-X10 1AA Flashlight Black/Silver
Ansmann TL-M350F 4AAA Flashlight Black
118.00
Ansmann TL-M350F 4AAA Flashlight Black
Ansmann TL-M200F 2AA Flashlight Black
106.00
Ansmann TL-M200F 2AA Flashlight Black
Ansmann TL-M100F 1AA Flashlight Black
Alecto ATL-110ZT LED Rechargeable Flashlight Black-30%
Alecto ATL-110 LED Rechargeable Flashlight White-30%
Alecto ATL-80 LED Flashlight White
Varta Metal Key Chain Light Silver
Varta Indestructible L30 Pro Flashlight Black
141.45
Varta Indestructible L30 Pro Flashlight Black
20 პროდუქტის ჩვენება

თავგადასავლების მოყვარულებისთვის ფანარი შეუცველი ხელსაწყოა.


 ეს კომპაქტური და მსუბუქი ნივთი დაგეხმარება ყველა სიტუაციაში, არ აქვს მნიშვნელობა გვიან ღამით სეირნობა გიყვარს, ლაშქრობებზე სიარული თუ ჩრდილების თეატრის მოწყობა მეგობრებისთვის, შეარჩიე ფანარი ველიზე და მიიღე უფასო მიტანის სერვისი საქართველოს ყველა რეგიონში და უმაღლესი ხარისხის გარანტია. 


ველიზე შეხვდები Energizer-ისა და Camelion-ის სხვადასხვა პროდუქციას. შენთვის იდეალური ვარიანტის ასარჩევად კი მნიშვნელოვანია გაითვალისწინო რამდენიმე მახასიათებელი :

 

  • განათების სიმძლავრე - რა სიმძლავრისა და რამდენი რეჟიმის განათება აქვს ფანარს. ეს კომპონენტი ინდივიდუალურია შენი საჭიროებისა და სამუშაო სივრცის მიხედვით.
  • ბატარეები - კარგი ფანარი რთულ მომენტებში არ მიგატოვებს. გამძლე ბატარეა თავიდან აგარიდებს არასასიამოვნო მოულოდნელობებს.
  • ზომა/წონა - ფანარი შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეს, ამიტომ აუცილებლად უნდა შეგეძლოს მისი კომფორტულად ტარება ყველა გარემოსა და სივრცეში.

ველიზე ონლაინ შოპინგისას თითოეულ მოდელზე იპოვი ამ კონკრეტულ ინფორმაციას და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეარჩევ სასურველ ვარიანტს. ამის შემდგომ ისღა დაგრჩენია სავარძელში მშვიდად მოიცადო, ველის კურიერი შენი სახლის კართან სულ რაღაც 3 საათში გაჩნდება.

 
როგორ შევარჩიოთ ფანარი ველიზე


ფანრების ფასი ველიზე 15 ლარიდან 45 ლარამდე მერყეობს, ფასის მთავარ განმსაზღვრელად მაინც განათების სიმძლავრე ითვლება, რადგან სწორედ ეს მახასიათებელი ასრულებს გადამწყვეტ როლს მომხმარებლის საჭიროებისთვის. თუ ფანარი უბრალოდ სხვენში გზის გასაკვლევად ან შინაური ცხოველის გასასეირნებლად გჭირდება, 750-900 ლუმენის მქონე ფანარი ოპტიმალურ და ამავდროულად ბიუჯეტურ ვარიანტად ჩაითვლება.


მსგავსი ტექნიკის ფასი ასევე კომპაქტურობით განისაზღვრება. ამ მხრივ უახლესი მოდელები ნამდვილად გამოირჩევიან, რადგან მათი დიზაინი შენს კომფორტს სრულადაა მორგებული. სიმსუბუქე საშუალებას გაძლევს ატარო ფანარი ყველგან ზედმეტი სირთულისა და ძალისხმევის გარეშე. Energizer LED Handlight და Camelion FL1L2D2R20P უახლეს მოდელები იდეალურად ჯდებიან კომპაქტურობის კომპონენტში და ამასთან ერთად უმაღლესი ხარისხით ხასიათდებიან.


ფანრის არჩევისას, საჭიროა ბატარეის გამძლეობის გათვალისწინება. საშუალოდ, მარტივი და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სრულიად საკმარისია ფანარი AAA ან AA ბატარეით. თუმცა, თუ სალაშქრო ტექნიკას ეძებ ან თუ ფანარი ნადირობის ან თევზაობისთვის გჭირდება, მნიშვნელოვანია ბატარეა უფრო მძლავრი, 2000-3500 mah შეარჩიო. მსგავსი სიმძლავრის ბატარეით ველიზე წარმოდგენილია Energizer Weatheready მოდელი, რომელსაც აქვს 150 საათამდე უწყვეტი მუშაობის შესაძლებლობა.


ასევე შეგიძლია გაითვალისწინო ფანრის შესაძლო დამატებითი ფუნქციებიც, მაგალითად განათების სხვადასხვა რეჟიმები. ეს შეიძლება იყოს დაბალი, მაღალი ან ღამის განათების რეჟიმი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ფანრებს ძირითადად წერტილოვანი და ფართო განათების რამდენიმე რეჟიმი აქვთ.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.