კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
BB CC DD კრემი
ფილტრაცია
დალაგება:

BB CC DD კრემი

20 პროდუქტის ჩვენება

შეიძინე ერთ პატარა ტუბში მოთავსებული მთელი კოსმეტიკა ველიზე. 


BB კრემი ჩაანაცვლებს სახის კანის მოვლის საშუალებების უმეტესობას, მისი წასმის შემდეგ აღარ დაგჭირდება პრაიმერის, კონსილერის, ჰაილაითერის, დამატენინებელი და მზისგან დამცავი კრემების გამოყენება. ველიზე მასთან ერთად შეგიძლია შეიძინო DD  და CC კრემი, განსხვავებული მახასიათებლით ყველა ტიპის კანისთვის.

 

BB კრემი დაგეხმარება მარტივად მიაღწიო სასურველ შედეგს და გამოიყურებოდე უნაკლოდ. შეძენის შემდგომ, შეგიძლია ამაყად ჩათვალო, რომ სილამაზის მთავარ ფორმულებს ერთ ფლაკონში მოუყარე თავი, წარწერით - BB კრემი.

 

შეარჩიე BB კრემი ველიზე და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით. 


BB კრემი სხვადასხვა სახის გამონაყარისა და ანთებითი ელემენტების მოსავლელად იდეალურ საშუალებაა, შეუძლია სახის ტონის კორექცია და უმკლავდება ზედმეტ პიგმენტაციას. BB კრემი მაკიაჟის ძალიან კარგ პრაიმერად ითვლება, რადგან ატენიანებს კანს და არეგულირებს ცხიმიანობას კანზე. ამავდროულად პროდუქტის რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში მას შეუძლია დაიცვას შენი კანი მზის სხივებისგანაც კი.  

 

შეარჩიე იდეალური დამცავი შენი სახის კანისთვის

 

BB და CC კრემებს შორის არცთუ დიდი სხვაობაა, თუმცა CC კრემი ხასიათდება რამდენიმე განსაკუთრებული თვისებით. CC კრემი მალავს არასასურველ სიწითლესა და სიყვითლეს. მთავარი განსხვავება კი არის ის, რომ BB კრემი მსუბუქი კონსისტენციის ტონალური კრემია, რამდენიმე მკურნალობითი სარგებლიანობით, CC კრემი კი ორიენტირებულია აჭრელებული კანის ერთ ფერში ჩასმაზე. 

 

აღნიშნული კრემების ოჯახს ემატება კიდევ ერთი - DD კრემი. იგი ყოველდღიური მოხმარებისთვის ნამდვილად უნივერსალური პროდუქტია. მასში მოცემულია SPF ფაქტორი და კრემი დაბერების პროცესს აფერხებს, ამიტომ მას \ წინამორბედების ჰიბრიდს უწოდებენ. DD კრემი გამოიყენება კანის არა მხოლოდ მზის მავნე სხივებისგან დასაცავად, არამედ მისი გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღებისთვის.

 

BB, CC და DD კრემებს შორის ძალიან მკვეთრი სხვაობა არაა, ამიტომ ველი გთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს კანის მოვლის საშუალებებში. აქ გექნება შესაძლებლობა შეარჩიო რომელია შენი კანისთვის იდეალური პროდუქტი. 

 

რატომ გჭირდება BB კრემი ?

 

BB კრემი დაგჭირდება, თუ შენი გადაწყვეტ, რომ კანი მოითხოვს:


გათანაბრებას, კანის სერიოზული ნაკლოვანებების - სიწითლის, გამონაყარის ან გაფართოებული კაპილარების შენიღბვას.
ეს კრემი შეგიძლია გამოიყენო ღია ფერის ტონალურის ნაცვლად ან აქტიური მზისგან კანის საიმედოდ დასაცავად.

 

როგორ წავისვათ BB კრემი

 

როგორც სახის შრატი, ტონალური, თვალის კრემი ან სხვა მსგავსი პროდუქტები, BB კრემი სუფთა კანზე უნდა დაიტანო. კანში შეზელა მას არ სჭირდება. დასაწყისში უმჯობესია დაამუშაო  Т-ზონა, რადგან ის უფრო ცხიმიანია, შემდეგ კი U-ზონა. როგორც კი სიმშრალეს იგრძნობ, ეს ნიშნავს, რომ კანმა კრემი შეიწოვა და შესაძლებელია სიწითლის, გამონაყარისა და კანის სხვა დეფექტის შენიღბვაც, ანუ BB კრემის კორექტორად გამოყენება.

 

როგორ ჩამოვიბანოთ BB კრემი

 

კრემის სახიდან ჩამობანა ზუსტად ისეთივე ყურადღებას მოითხოვს, როგორსაც მისი წასმა. ამისთვის არსებობს რამდენიმე საფეხური:

  •  წავისვათ სპეციალური ჰიდროფილური ზეთი სახეზე და დავიმასაჟოთ 1 წუთის განმავლობაში. (სწორედ ეს დროა საჭირო BB კრემის კარგად გასახსნელად.)
  •  შემდეგ გამოიყენე აპრობირებული დასაბანი საშუალება. ამით თავიდან აიცილებ ფორების დახშობასა და სხვა უსიამოვნებებს.
  • კარგად შევიმშრალოთ სახე, ჩავიხედოთ სარკეში და ვისიამოვნოთ ჩვენი ჯანსაღი სახის კანით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.