წვერის მოვლა ნებისმიერი მამაკაცისთვის უმნიშვნელოვანესია. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს პარსვა თუ უბრალოდ წვერის ტარება, შესაბამისი თავის მოვალის საშუალებების ქონა აუცილებელია. VELI.store-ზე წვერის მოვლის საშუალებების კატეგორიაში ნებისმიერი კანის ტიპისთვის შეხვდები როგორც პარსვის შემდგომ ლოსიონს, ასევე, წვერის საპარსსა და დასაბან ქაფს, ელექტრო საპარსსა თუ წვერის მოვლის ნაკრებს.
წვერის მოვლის საშუალებები წვერის ტარებისას
წვერის მოვლის საშუალებები კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიო. ველიზე შეხვდები მგრძნობიარე, მშრალი და ნორმალური ტიპის კანისთვის წვერის მოვლის საშუალებებს.
იმ შემთხვევაში თუ წვერს ატარებ აუცილებელია, რომ მას ყოველდღიურად მოუარო. Proraso-ს წვერის დასაბანი ყოველდღიური გამოყენებისთვის იდეალური ვარიანტია. შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომელთა მოქმედებითაც მარტივად რბილდება და ტენიანდება წვერი. მსუბუქი კონცენტრაციის დასაბანი საშუალება დაგეხმარება წვერის ქავილსა და ქერტლის გაჩენის თავიდან აცილებაში.
თუ დაუმორჩილებელი წვერი გაქვს Proraso-ს წვერის ზეთი იდეალური ვარიანტია. ზეთი ტესტირებულია დერმატოლოგთა მიერ და უსაფრთხოა სახის კანის მოვლისას. ფორმულაში შემავალი კაკლისა და მზესუმზირას ზეთი არბილებს, ატენიანებს და ეხმარება წვერს ჯანსაღ ზრდაში. კედარი, შაფრანთან და ვანილთან ერთად ქმნის სასიამოვნო და გამაგრილებელ სურნელს, რომელიც ხანგრძლივად რჩება კანზე. შეარჩიე წვერის მოვლის საშუალებები ველიზე, დაამატე კალათაში და შენაძენი 3 საათი შენ სახლში იქნება.
წვერის მოვლის საშუალებები პარსვისას
წვერის სასიამოვნო პარსვისთვის სხვადასხვა საპარსი საშუალებებია საჭირო. მათ შორის არის საპარსი ქაფი, საპარსი მოწყობილობა და პარსვის შემდგომი ლოსიონი.
პარსვის გამარტივებისთვის Depot-ის საპარსი ქაფი იდეალური ვარიანტია. პროდუქტი ყველა ტიპის კანისთვის გამოიყენება, არბილებს წევრს და იცავს მას გაღიზიანებისგან. ქაფი ბუნებრივი ეთერზეთებითაა გაჯერებული, რომელსაც აქვს დამარბილებელი და მკვებავი ეფექტი. ფორმულაში შემავალი კაკაოს კარაქი ამშვიდებს და ანიჭებს ეპიდერმისს ჯანსაღ იერს. ქოქოსის ზეთი და სორბიტალი კანს იცავს გამოშრობისგან და დეჰიდრატაციისგან.
ხარისხიანი საპარსი მოწყობილობები პარსვის მეტად სასიამოვნოს ხდის. Braun-ის 3040 მოდელის წვერის ელექტრო საპარსი სწრაფ, ეფექტურ და რბილ პარსვას უზრუნველყოფს. პროდუქტი გამოიყენება როგორც მშრალი, ისე სველი პარსვისას. მოწყობილობის დანის პირები უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, რომლებიც არ ზიანდება წყლით გარეცხვისას, რადგან წყალგაუმტარია. საპარსს აქვს LED ეკრანის მქონე ბატარეის დონის ინდიკატორი.
თუ შედარებით ბევრი ფუნქციაა შენთვის მნიშვნელოვანი, მაშინ საინტერესო ვარიანტია Remington-ის ბრენდის PG6130 მოდელის ტრიმერი. ეს მოწყობილობა მრავალფუნქციურია. მოყვება სპეციალური თავაკები წვერის, ყურის, ცხვირის, წარბისა და თმის ტრიმინგისთვის.
Nivea-ს პარსვის შემდგომი ლოსიონი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ხსნის სიწითლეს. დაბალანსებული ფორმულა, თუთიისა და სალიცილის მჟავით, აღადგენს ეპიდერმისს, ატენიანებს კანს და ხელს უშლის აქერცვლას. ლოსიონის გამოყენება ძირითადად მგრძნობიარე კანისთვის არის რეკომენდებული.
ველიზე წვერის მოვლის საშუალებების ბრენდების ფართო არჩევანი შეგხვდება. შეარჩიე შენთვის სასურველი პროდუქტი VELI.store-ზე ონლაინ, დაზოგე დრო და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.