თმის მოვლის რუტინაში ზეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც სწორად შერჩევის შემთხვევაში თმის სტრუქტურისა და სტილის გარდასახვა შეუძლია. VELI.store-ის სილამაზე & მოვლის კატეგორიაში თმის მოვლის უამრავ პროდუქტს აღმოაჩენ, მათ შორის შეგხვდება მაღალი ხარისხის ბრენდები, რომლის შეძენაც ექსკლუზიურად მხოლოდ ველიზე შეგიძლია.
თმის სიჯანსაღეზე ზრუნვა მისი სიღრმისეული მოვლით იწყება, რომელიც სულ რამდენიმე ეტაპისგან შედგება. აქვე გაგიზიარებ თმის მოვლის 3 ხრიკს, რომელიც იქამდე უნდა იცოდე, ვიდრე თმის მოვლის პროდუქტების შერჩევას დაიწყებ:
1. განსაზღვრე სკალპის ტიპი
ალბათ გქონია შემთხვევა, როცა დილით დაბანილი თმა საღამოს უკვე ცხიმიანია. ასეთ შემთხვევაში ან არასწორად შერჩეულ თმის ზეთს, შამპუნს ან კონდიციონერს იყენებ, ან სკალპის ტიპი არ შეესაბამება შენი თმის მოვლის რუტინას.
იმისთვის, რომ თმის ზეთი სწორად შეარჩიო განსაზღვრე როგორი სკალპის ტიპი გაქვს. მაგალითად, ცხიმიანი თმისთვის უმჯობესია ველის ესკლუზიური ბრენდი Olaplex-ის თმის ზეთი გამოიყენო. თმის ზეთი არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს, არის ვეგანური, გლუტენისა და სილიკონის გარეშე.
იმ შემთხვევაშიც კი თუ შეღებილი თმა გაქვს და ამავდროულად ხშირად იყენებ თმის სახვევსა თუ გასასწორებელს, Olaplex-ის თმის ზეთი აღადგენს თმის სტრუქტურას და იცავს მას თერმული დაზიანებისგან. სახვევის და გასასწორებელი თმის უთოს გამოყენებისას არ დაგავიწყდეს თერმოდამცავის გამოყენება. ველიზე რჩეული ბრენდის Kevin Murphy-ის თმის თერმო დამცავს შეხვდები, რომელიც თმას იცავს დაზიანებისგან ცხელი ხელსაწყოების გამოყენების დროს 216°C-მდე.
2. განსაზღვრე თმის პრობლემა
თმის მოვლისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გაყოფილი ბოლოებია, რომელსაც ხშირად მხოლოდ თმის დამოკლება შველის. იმისთვის რომ თმის სიგრძე შეინარჩუნო და გაყოფილი ბოლოები თავიდან აირიდო, უმჯობესია Lakme Organic Balance თმის ზეთი გამოიყენო რომელიც შედგება 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, არ შეიცავს პარაბენებს და კვებავს როგორც თმის ბოლოებს, ასევე სკალპს. მისი მთავარი უპირატესობა კი შეწოვის სისწრაფეა. ზეთი შეისხურე ნესტიან თმაზე და შედეგსაც მომენტალურად დაინახავ. ველიზე Lakme-ს აღმდგენ თმის ზეთს -20%-იანი ფასდაკლებით აღმოაჩენ.
3. შექმენი თმის მოვლის მარტივი რუტინა
რეალურად თმის მოვლისთვის მრავალპროდუქტიანი ან მრავალსაფეხურიანი რუტინა არ არის საჭირო. საკმარისია სწორად შერჩეული შამპუნი, კონდიციონერი და თმის ზეთი ან ნიღაბი პერიოდულად გამოიყენო. VELI.store-ზე თმის მოვლის კატეგორიაში დამატებით პროდუქტებსაც შეხვდები როგორიცაა ჭაღარა თმის სპეციალური მოვლის პროდუქტების ნაკრები, სხვადასხვა დანიშნულების სპრეები და სხვა.
თმის ზეთი თმის ტიპის მიხედვით შეარჩიე. Მაგალითად ველიზე შეხვდები შეღებილი თმის ზეთებს, მშრალი, მტვრევადი და ცხიმიანი თმის ზეთებს, ასევე ზეთს, რომელიც ყველა ტიპის თმას იდეალურად ერგება.
თუ მოულოდნელად შამპუნი გაგითავდა და შენც ყველას მსგავსად შამპუნის ბოთლში წყლის ჩასხმა გადაწყვიტე, უმჯობესია შამპუნი ველიზე შეუკვეთო, შენაძენი კი სულ რაღაც 3 საათში შენს კართან იქნება. აქვე აღმოაჩენ თმის კონდიციონერებს, თმის საღებავების პოპულარულ ბრენდებსა და თმის ნიღბებს, რომელიც შენ თმას სიჯანსაღის, ბზინვარებისა და სიძლიერის შენარჩუნებაში დაეხმარება.