კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
სასაჩუქრე ნაკრებები
სასაჩუქრე ნაკრებები
დალაგება:

სასაჩუქრე ნაკრებები

Soskin სამგზავრო ნაკრები-20%
K18 თმის მოვლის ნაკრები-15%
250.75295.00
K18 თმის მოვლის ნაკრები
Marvis კბილის პასტების ნაკრები-10%
122.40136.00
Marvis კბილის პასტების ნაკრები
Yves Rocher საახალწლო კალენდარი
Ziaja ნაკრები Goat's milk-20%
20 პროდუქტის ჩვენება

VELI.store-ზე სილამაზისა და თავის მოვლის მრავალფეროვან კატეგორიაში ახლა უკვე სასაჩუქრე ნაკრებებს აღმოაჩენ, რომელიც საყვარელი ადამიანისთვის, ოჯახის წევრის ან მეგობრისთვის შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეარჩიო. ველიზე წარმოდგენილი ნაკრებები 3 სხვადასხვა კატეგორიაში დაგხვდება:
 

  • სახის მოვლის სასაჩუქრე ნაკრები;
  • სხეულის მოვლის სასაჩუქრე ნაკრები;
  • სუნამოების სასაჩუქრე ნაკრები;
     

სწორად შერჩეული სასაჩუქრე ნაკრები იდეალური საჩუქარია მათთვის, ვისთვისაც თავის მოვლა დღის გეგმის უცვლელი ნაწილია მაშინაც კი თუ ძალიან გადატვირთული გრაფიკით მუშაობს. სასაჩუქრე ნაკრები შეიძლება აერთიანებდეს 2, 3 ან მეტ პროდუქტს. ველიზე წარმოდგენილი ნაკრებები ფასდაკლებებით შეგხვდება, რაც სასურველი დანიშნულების მქონე საჩუქრის შერჩევას კიდევ უფრო გაგიმარტივებს. 
 

თავის მოვლის ნაკრები
 

ალბათ უკვე იცი, რომ მზისგან დამცავი კრემი ზედმეტი არასდროსაა და მისი გამოყენება რეკომენდებულია როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის ყველა ასაკში. ველის სასაჩუქრე ნაკრებების კატეგორიაში მზისგან დამცავი კრემისა და პრაიმერის ნაკრებს Grown Alchemist -ის ასორტიმენტში აღმოაჩენ.  
 

ნაკრები განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. მასში შემავალი მზისგან დამცავი კრემი SPF 30 უხილავი, მსუბუქი დამატენიანებელი კრემია, რომელიც ნაზად ერწყმის კანს. კრემი ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. შესამჩნევად იცავს კანს და ამცირებს დაბერების ხილულ ნიშნებს. ხოლო მეორე პროდუქტი Anti-Pollution პრაიმერია, რომელიც მსუბუქი დამარბილებელი თვისებით გამოირჩევა.  პრაიმერი ამშვიდებს კანს, უნარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებასა და ტენიანობას. პროდუქტი ასევე გამოიყენება მაკიაჟის და მზისგან დამცავი კრემის ბაზად. თავის მოვლის კატეგორიაში კარგი ვარიანტია ასევე Carner Barcelona-ს ნაკრები, რომელიც სუნამოსა და ხელის კრემს აერთიანებს. 


სუნამოს ნაკრები
 

კრემოვანი პროდუქტების გარდა, ველიზე სასაჩუქრე ნაკრებების კატეგორიაში სუნამოს ნაკრებებს აღმოაჩენ, რომელიც კარგი საჩუქარია მათთვის, ვინც არომატულ სუნამოებს ხშირად იყენებს და სეზონის მიხედვით ცვლის. მაგალითად Roger & Gallet Jean Marie Farina სხეულის მოვლის ნაკრებში სუნამოს წყალსა და პარფიუმერული საპონს აღმოაჩენ, რომელიც 98%-ით დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და არ აღიზიანებს კანს. უნიკალური, გრძნობების აღმძვრელი სურნელის მქონე ნაკრები მდიდარია ძვირფასი ესენციებით, გამოხდილი ხმელთაშუა ზღვის ყვავილებითა და არომატული მცენარეებით. იგი მოგანიჭებთ სიახლისა და სიგრილის დახვეწილ შეგრძნებას. ნაკრების პარფიუმერული საპონი რეკომენდებულია ყველა ტიპის კანზე გამოყენებისთვის.
 

სხეულის მოვლის ნაკრები
 

ზამთარში სხეულის სწორ მოვლასა და დატენიანებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კანი ყველა ზონაზე მეტად გამომშრალია. თუ მამაკაცისთვის საჩუქარს არჩევ, Nivea-ს სხეულის მოვლის ნაკრები იდეალური ვარიანტი შეიძლება იყოს. ნაკრები განკუთვნილია ნორმალური ტიპის მქონე კანისთვის და აერთიანებს 4 სხვადასხვა პროდუქტს. ნაკრებზე ვრცელდება -25%-იანი ფასდაკლება, ასე რომ რამდენიმე პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად, სასაჩუქრე შეფუთვით შეგიძლია ველიზე მარტივად შეიძინო. 
 

შეარჩიე თავის მოვლის, სხეულის მოვლისა და სუნამოს სასაჩუქრე ნაკრებები სახლიდან გაუსვლელად ველიზე და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით, ზუსტად 3 საათში. 


 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.