Byredo არის პრემიუმ ხარისხის ნიშ პარფიუმ ბრენდი, რომლის ყველა პროდუქტი შვედეთში იწარმოება. მისი ამჟამინდელი ხაზი მოიცავს სუნამოებს, სხეულის მოვლის საშუალებებს და აქსესუარებს. ბრენდის მთავარი იდეაა შექმნას უნიკალური, ინსპირაციული სურნელი, რომელიც ამავდროულად რეზონანსულიც იქნება და მომხმარებლის ინტერესს თავისი ხარისხით მიიპყრობს.
Byredo-ის სუნამოებისა და თავის მოვლის საშუალებების მოყვარულებს, უკვე ექსკლუზიურად VELI.store-ზე შეგიძლიათ სასურველ ნოტებზე დაფუძნებული პარფიუმის შეძენა. არ აქვს მნიშვნელობა საჩუქრად მინი სანთლების ნაკრებს შეარჩევ თუ შენთვის გადაწყვეტ Byredo Lil Fleur- ის ლიმიტირებული პარფიუმი შეიძინო, სულ რაღაც 3 საათში, ნებისმიერი შენაძენი შენს კართან აღმოჩნდება - მიტანა უფასოა საქართველოს ყველა რეგიონში.
შეარჩიე Byredo-ის პარფიუმერია ონლაინ
მიუხედავად იმისა, რომ Byredo-ის ძირითადი ფოკუსი უნისექს სუნამოებია, ბრენდმა ასევე გამოუშვა ხაზი სპეციალურად ქალებისა და კაცებისთვის, რომლებსაც ასევე VELI.sore-ის ციფრულ პლატფორმაზე, აღნიშნულ კატეგორიაში მარტივად იპოვი.
Byredo ჩვეულებრივ განსაკუთრებით მათ მოსწონთ, ვისაც პიკანტური, მდიდრული სურნელი უყვარს. იმის გასაგებად კი, თუ კონკრეტულად რომელი სუნამოს მოდელი შეგეფერება, ან დღის რა პერიოდსა და სიტუაციაში ღირს ამ ტიპის პარფიუმის გამოყენება, შეგიძლია შემდეგი რჩევებით იხელმძღვანელო:
- დღის დასაწყისში ციტრუსის მსუბუქი ან ყვავილოვანი ნოტები საუკეთესოა, ამიტომ შეარჩიე - მაგალითად Inflorescence ან Sundazed.
- რომანტიკული საღამოსთვის უმჯობესია უფრო ღრმა კომპლექსური სურნელი, როგორიცაა ხისებრი ან პიკანტური. Slow Dance და Mister Marvelous იდეალური ვარიანტები იქნება.
- განსაკუთრებულ შემთხვევებში შეგიძლია გამორჩეულად მოთხოვნადი, აღმოსავლური სახეობის Rose Of No Man's Land გამოიყენო, ქარვისა და პაპირუსის ნოტებით.
იშოპინგე ონლაინ ველიზე, აღმოაჩინე ნიშ პარფიუმერიისა & თავის მოვლის ექსკლუზიური ბრენდები და ისარგებლე უამრავი საინტერესო შეთავაზებით სახლიდან გაუსვლელად.