კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დეკორატიული სანთლები
ფილტრაცია
დალაგება:

დეკორატიული სანთლები

Ginger Ray, სანთელი, 24 სმ, 2 ც.-30%
20 პროდუქტის ჩვენება

დეკორატიული სანთლები ის უნიკალური აქსესუარია, რომელიც არა მხოლოდ სახლის ინტერიერს, არამედ დაბადების დღის საღამოს ან წინა საქორწილო წვეულებას გაგილამაზებს. მაღალი ხარისხის სხვადასხვა ფორმისა, ფერისა და დიზაინის დეკორატიული სანთლების შეძენა კი VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. 


ველიზე დეკორატიული სანთლების კატეგორიაში აღმოაჩენ როგორც ერთეულ, ასევე 4-დან 100 ცალამდე რაოდენობის მქონე შეფუთვებს. შეგიძლია სანთლები შენი წვეულების ტიპის მიხედვით შეარჩიო. მაგალითად წინა საქორწილო წვეულებისთვის თემატური და სახალისო შეიძლება იყოს ფერადი სანთლები Mini Peni, რომელიც განწყობის ამაღლებასა და დროის მხიარულად გატარებაში დაგეხმარება. სანთლების შეფუთვაში 7 ცალ სანთელს იპოვი, რომელიც 8სმ-ია. არ დაგავიწყდეს, რომ დეკორატიულ სანთლებს ველიზე ხელმისაწვდომ ფასად შეიძენ, კურიერი კი შენს შეკვეთას სრულიად უფასოდ, ზუსტად 3 საათში მოგიტანს. 


ველიზე სანთლები, შანდლებისა და შუშხუნების კატეგორიაც დაგხვდება, სადაც 15-მდე პოპულარული, რჩეული ბრენდების დეკორაციებს იპოვი. დეკორატიულ სანთლებს ნებისმიერი სიტუაციის გალამაზება, მყუდრო ატმოსფეროს შექმნა და სასიამოვნო განწყობის გაღვივება შეუძლია, ასე რომ თუ მოკრძალებული ვახშმისთვის ემზადები იდეალური სუფრისთვის Crater Ceramic Design-ის შანდალი უნდა შეარჩიო. Crater Ceramic Design - პატარა, ქართული კერამიკული სახელოსნოა, რომელშიც მზადდება, მაღალი ხარისხის და მხატვრული ღირებულების მქონე, ექსკლუზიური, ხელნაკეთი კერამიკის ნივთები. ინდივიდუალური სტილის მოყვარულთათვის ორიგინალური ფორმის დეკორაციები კარგი ვარიანტია. 
 

საყიდლების ციფრულ ველზე შენი წვეულების სრულყოფისთვის ყველანაირ დეკორაციას ერთ სივრცეში შეარჩევ. წვეულებას თუ აწყობ ისიც გეცოდინება, რომ წვიმა ფარდები ერთ-ერთი ყველაზე ბჭყვრიალა აქსესუარია, რომელიც საღამოს განსაკუთრებულად ალამაზებს და მხიარულ განწყობას ქმნის. 
 

ველიზე Ginger Ray და Mila Group-ის წვიმა ფარდებს სხვადასხვა ფერსა და ზომაში იპოვი. არ გამოგრჩეს ქაღალდის ბურთებისა და ჭაღების კატეგორია, რომელიც სადღესასწაულო დეკორაციების დიდ, ჭრელ არჩევანს მოიცავს. მაგალითად დეკორაციების სქესის გაგების ცერემონიისთვის, ფერადი, ყვავილის ფორმის ქაღალდის სანათები და სხვა. ველის დიდი ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევს დეკორატიული სანთლები, სანათები და სხვა წვეულების აქსესუარები მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეარჩიო. 
 

იმისთვის, რომ დეკორატიული სანთლები შეიძინო, აუცილებელი არ არის წვეულებას გეგმავდე. დეკორატიული სანთლებით შეგიძლია აბაზანის თაროები გააფორმო, თბილი წყლით ჯაკუზი გაავსო და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ განიტვირთო. დეკორატიული სანთლების თბილი, მყუდრო, დაბალი ტონალობის შუქი გონებისა და თვალების დასვენებას უზრუნველყოფს, რაც დასვენების ხარისხს გაგიუმჯობესებს. 

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.