Midea საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელი, დიდი გამოცდილებისა და ისტორიის მქონე ბრენდია, რომელიც მსხვილ ტექნიკას მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს. ბრენდის ასორტიმენტში სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას აღმოაჩენ, რომლის შეძენაც VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.
ველის ციფრული თაროები კატეგორიების მიხედვით იყოფა, რაც ონლაინ მაღაზიაში ნავიგაციას კიდევ უფრო ამარტივებს. სულ ცოტა ხნის წინ ველის ბრენდების კატეგორიები დაემატა, სადაც კონკრეტული ბრენდის ყველა პროდუქციას ერთ სივრცეში დაათვალიერებ. მაგალითად Midea-ს კატეგორიაში დაგხვდება როგორც Midea-ს მიქსერები, ასევე მტვერსასრუტები, სამზარეულოს გამწოვები, ქურის ზედაპირები და სხვა ტექნიკა, რასაც ბრენდი აწარმოებს.
რატომ უნდა აირჩიო მიდეა?
ტექნიკის შერჩევისას მრავალ კრიტერიუმს ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სწორედ ბრენდის რეპუტაციაა. Midea დიდი სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელსაც მსოფლიოში 60-ზე მეტი ფილიალი აქვს.
მიდეა აერთიანებს რამდენიმე ქვე ბრენდს როგორიცაა Little Swan. ამ ბრენდის პროდუქტების ასორტიმენტი ძირითადად სამრეცხაო და სამაცივრო ტექნიკას წარმოადგენს. ასევე მიდეას ქვეშ ერთიანდებიან Hualing და Pelonis ბრენდები, რომლებიც მომხმარებელს კომერციულ და საყოფაცხოვრებო კონდიციონერების დიდ არჩევანს სთავაზობენ.
თუ გინდა რომ სამზარეულოში დახვეწილი დიზაინი მქონე მაღალი ხარისხის ტექნიკას მოუყარო თავი და ყოველდღიური კულინარიული ამოცანები მარტივად შეასრულო, მაშინ მიდეას ტექნიკა სწორედ შენთვისაა. ველიზე კი ტექნიკას ერთ სივრცეში სახლიდან გაუსვლელად შეიძენ. მაგალითად თუ დიდი ხანია მტვერსასრუტის შეძენა გინდა და არ იცი რომელი ბრენდი შეარჩიო, ველიზე Midea-ს ბრენდის კატეგორიაში რობოტი მტვერსასრუტი Midea i5C დაგხვდება რომელიც სახლს შენს ნაცვლად დაალაგებს, შენ კი დასვენებისა და თავის მოვლისთვის ბევრად მეტი დრო გექნება.
ჭკვიანი ტექნიკის გამოყენება ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობას ძალიან ამარტივებს. რობოტი მტვერსასრუტი დაგეხმარება:
- მშრალი და სველი წმენდის რეჟიმით იდეალურად მოასუფთაოს იატაკზე მოგროვილი მტვერი და სხვა ნაწილაკები;
- დალაგების წერტილოვანი, წრიული და ზიგზაგური რეჟიმების მეშვეობით შეუძლია მარტივად დაალაგოს სხვადასხვა ზედაპირის მქონე იატაკი, როგორიცაა მისაღები ოთახის ხის იატაკი, სამზარეულოს ფილები და აბაზანის ტერიტორიაც კი;
- დაცემისა და შეჯახების საწინააღმდეგო სენსორები უზრუნველყოფენ მტვერსასრუტის გატეხვის ან დაზიანების რისკის შემცირებას;
- აქვს 22 მმ-მდე დაბრკოლების დაძლევის შესაძლებლობა;
- მტვერსასრუტს აქვს ავტომატური დატენვის და მუშაობის გაგრძელების ფუნქცია, ასე რომ თუ მოულოდნელად მტვერსასრუტი დაჯდა, ამ პრობლემას ჭკვიანი რობოტი თავად მოაგვარებს;
- პულტით და აპლიკაციით კონტროლის შესაძლებლობით კი შეგიძლია დისტანციურად მართო ის და გააკონტროლო მისი ფუნქციონირება.
მიდეას ტექნიკა ველიზე
ველის ციფრულ თაროებზე მიდეას ასორტიმენტიდან აღმოაჩენ ჩასაშენებელ ღუმელებს, რომელიც სამზარეულოს ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. თუ ცხობა გიყვარს და გინდა ოჯახისთვის გემრიელი კექსი მოამზადო, მიდეას ჩასაშენებელი ღუმელები სწორედ შენთვისაა.
ჩასაშენებელი ღუმელი
მიდეას ჩასაშენებელი ღუმელები ერთმანეთისგან ძირითადად ფუნქციონალით და სიმძლავრით განსხვავდება. ასევე ზოგიერთი ღუმელი ბევრად უფრო მულტიფუნქციურია, ვიდრე შედარებით დაბალი ბიუჯეტის მქონე მოდელები.
მაგალითად Midea MO96000MGB ჩასაშენებელი სენსორული ღუმელი აღჭურვილია როგორც ელექტრო ასევე მიკროყალღური ღუმელის ფუნქციებით. მოდელს აქვს 22 800 W სიმძლავრე და ცხობის 17 ფუნქცია, რაც დაგეხმარება საკუთარ სამზარეულოში კერძები პროფესიონალურ დონეზე მოამზადო. მოდელი მაღალბიუჯეტურია, თუმცა თუ ცხობა შენი გატაცებაა ნებისმიერ ამოცანას იდეალურად გაუმკლავდება.
ველიზე შეგიძლია თანხის როგორც ერთიანი, ისე ნაწილ ნაწილ გადახდა, სასურველი ბანკის შენზე მორგებული პირობებით.
სარეცხი მანქანები
წვრილი ტექნიკის გარდა, მიდეას ასორტიმენტი მსხვილ ტექნიკას მოიცავს, როგორიცაა სარეცხის მანქანები. მიდეას ასორტიმენტში ველიზე მხოლოდ ფრონტალური ტიპის სარეცხის მანქანები დაგხვდება. ფასის დიაპაზონი კი ფუნქციების მიხედვით ინდივიდუალურია, რაც უფრო მეტი ფუნქციისა და ტევადობის მოდელს შეარჩევ, ღირებულებაც ამის მიხედვით შეიცვლება.
მიდეას სარეცხი მანქანების მოცულობა 6კგ დან 9კგ მდე მერყეობს რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის სრულიად საკმარისია. მაგალითად 8კგ-იანი Midea MF100W80B/W სარეცხი მანქანას აქვს რეცხვის 15 რეჟიმი, ასევე ორთქლით რეცხვა, დამატებითი გავლება, სიჩქარის კონტროლი და სტარტის გადავადება.
კონდიციონერები
მიდეას ერთ-ერთი წამყვანი ტექნიკა კონდიციონერებია, რომელიც ზაფხულის ცხელ სეზონზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყიდება. მიდეას ასორტიმენტში აღმოაჩენ როგორც სტანდარტული ზომის, ასევე პორტატული ზომის კონდიციონერს. მოდელების უმრავლესობაზე ველიზე ფასდაკლებები დაგხვდება, ასე რომ მომავალი ზაფხულისთვის შეგიძლია ხელსაყრელ ფასად ხარისხიანი კონდიციონერი წინასწარ შეიძინო.
დაათვალიერე და შეარჩიე Midea-ს ტექნიკა ველიზე სახლიდან გაუსვლელად, გადაიხადე ბარათით მარტივად და მიიღე შენაძენი სულ რაღაც 3 საათში, უფასოდ.