გამძლე, მოდური და უნივერსალური მზის სათვალის შერჩევა არც ისე მარტივია საქმეა, მით უფრო მაშინ თუ მზის სხივებისგან დაცვის გარდა, გსურს სათვალე კომფორტულად გერგებოდეს და თვალს არ გიღლიდეს. საუკეთესო შესაძლებლობა VELI.store-ზე სათვალის მწარმოებელი ფრანგული რჩეული ბრენდის IZIPIZI-ის სათვალეა, რომლის შეძენაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.
შეარჩიე იზიპიზის სათვალე ველიზე
ველიზე IZIPIZI-ს კატეგორიაში სათვალის ჭრელი და დიდი არჩევანი დაგხვდება. იმისთვის რომ შოპინგი შენთვის კიდევ უფრო მარტივი გახდეს, შეგიძლია სასურველი სათვალე ბრენდის, ფერის, ფორმისა და ფასის მიხედვით გაფილტრო. IZIPIZI-ს ასორტიმენტში C-დან E-ზომამდე სათვალეს აღმოაჩენ.
ყოველდღიური გამოყენებისთვის არის შექმნილი IZIPIZI, მზის სათვალე, D SUN, რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს რეტრო დიზაინით. სათვალეს UV 400 ფილტრი აქვს და იცავს მზის სხივებისგან 100%-ით. პოლიკარბონატის ლინზები მსუბუქ და გამძლე კორპუსს ქმნიან. დამცავი საფარი კი სათვალის მინას ნაკაწრებისგან იცავს. პროდუქტს ასევე თან მოყვება შესანახი ჩანთა.
ველიზე ასევე შეგიძლია აღმოაჩინო იზიპიზის ეკრანისგან დამცავი სათვალე, რომელიც მოსახერხებელი ვარიანტია მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს ეკრანთან. სათვალეს სპეციალური საფარი აქვს, რომელიც ბლოკავს 40%-მდე მავნე ლურჯ სხივებს. Paper Note Beige ფერი კი უხდება როგორც პროფესიულ, ისე ყოველდღიურ იმიჯს.
იზიპიზის სათვალე ბავშვებისთვის
რჩეული ფრანგული ბრენდის IZIPIZI-ს სათვალის ასორტიმენტი ბაზარზე არსებული მოდელებისგან განსხვავდება: მზის UV სხივებისგან 100% დაცვის შესაძლებლობით, სათვალეს აქვს მოქნილი და კომპაქტური მკლავები, აქვს ზამბარის საკინძები, რომლებიც ეგუება სახის ყველა ფორმასა და ზომას, ბრენდი გთავაზობს სათვალის ფერის 35-მდე სხვადასხვა ვარიანტს.
ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს აერთიანებს იზიპიზის ბავშვის მზის სათვალე, რომელიც განკუთვნილია 9-36 თვემდე ჩვილებისთვის. სათვალეს პოლარიზებული ლინზები აქვს და UV სხივებისგან იცავს 100%-ით.
თუ ოჯახის წევრისთვის ან მეგობრისთვის დაბადების დღის საჩუქარს ეძებ IZIPIZI-ს სათვალე სწორედ ის საჩუქარია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გაუხარდება. გადახედე კატეგორიას სათვალეები, არ გამოგრჩეს, რომ ველიზე შენაძენს კომფორტული შეფუთვაც მოყვება, ასე რომ მისი ტრანსპორტირება რთულ ამოცანას სულაც არ წარმოადგენს.