Categories
0
Recent searches

No recent searches

Categories
0
My cart
Your cart is empty

საქონლის უპირობოდ დაბრუნების პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

Veli.store თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი ნივთის უკან წაღებას თბილისის ტერიტორიაზე 2 სამუშაო დღეში, დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში 7-10 სამუშაო დღის განმავლობაში.

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნებაზე?

  • შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით Veli.store-ის მხარდაჭერის გუნდისათვის ელექტრონულ მეილზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და დაგვიკავშირდეთ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 0322 560505.
  • თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი (არ იგულისხმება ყუთის გახსნა), აქსესუარები და სხვა.
  • თუ პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია წინამდებარე დოკუმენტში მითითებული საგამონაკლისო რომელიმე საფუძვლის გამო, აღნიშნულთან დაკავშირებით გეცნობებათ Veli.store-ის მიერ შეტყობინების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში და ნივთი დაგიბრუნდებათ უკან.
  • Veli.store-ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.
  • თუ პროდუქტი ექვემდებარება უპირობოდ დაბრუნებას, თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
  • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

უპირობოდ დაბრუნებას არ ექვემდებარება საქონელი, თუ:

  • შეძენილი პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.
  • პროდუქტი ჰერმეტულად დაცული საქონელია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო.
  • მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს.
  • პროდუქტი არის დალუქული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა.
  • პროდუქტი წარმოადგენს ჟურნალ-გაზეთს ან სხვა სახის პერიოდულ გამოცემას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა).
  • პროდუქტი წარმოადგენს სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია აღნიშნული ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობა, წესი და პირობები.
  • პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს.
  • პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.
  • მომხმარებლის მიერ დაზიანებულია შეფუთვა (ყუთი, პარკი, ლუქი), რომლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა).

პროდუქტის ჩაუბარებლობის შედეგი

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ბრალეულობით ვერ განხორციელდა საკურიერო კომპანიის მხრიდან Veli.store-ს პლატფორმაზე შეძენილი პროდუქციის ჩაბარება მის მიერ მითითებულ დროს/მისამართზე, Veli.store-ის მხარდაჭერის გუნდი გონივრულ ვადაში განმეორებით დაუკავშირდება მომხმარებელს და დააზუსტებს პროდუქციის ჩაბარებისათვის სასურველ დროს/მისამართს. თუ მომხმარებლის ბრალეულობით განმეორებით ვერ მოხდება მასთან დაკავშირება ან მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის განმეორებით ჩაბარება მომხმარებლის მიერ სასურველი დროის მონაკვეთში/მისამართზე, Veli.store იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა ამგვარი შეკვეთის განხორციელებიდან 10 (ათი) დღის შემდეგ და დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა მისი გაუქმებიდან არაუვიანეს 5 (ხუთი) დღისა.