თუ Veli.store-ის პლატფორმაზე შეძენილი პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, Veli.store-ს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
პროდუქტის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, Veli.store-ს მოსთხოვოს პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
პროდუქტი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (30 კალენდარული დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქტის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქტი შეიძინა.
პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს Veli.store-ს მიერ ყველა ხარჯის გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა.
თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქტის მიწოდებისას, თუ პროდუქტის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი Veli.store-ს ეკისრება. თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქტის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
კანონისმიერი გარანტიის მოქმედება არ ვრცელდება მეორეული პროდუქტის ნასყიდობაზე. ასეთი პროდუქტის ნასყიდობისას ზემოთ განსაზღვრულ შემთხვევაში Veli.store-ის პასუხისმგებლობა მხარეთა შორის ინდივიდუალური შეთანხმების საგანია.
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება თუ მობილურ ტელეფონზე, პლანშეტზე, ფოტოაპარატზე, პროექტორზე, მონიტორზე, ტელევიზორზე ჩამქრალია მწარმოებლის მიერ დადგენილ პიქსელებზე ნაკლები რაოდენობის პიქსელი. პროდუქტის შეცვლისას თუ მომხმარებლმა ავტორიზებული სერვის ცენტრის წარმომადგენელს პროდუქტი არ გადასცა სრული კომპლექტაციით, შეიცვლება მხოლოდ პროდუქტის ის ნაწილი, რომელის გადაცემაც მოხდა.