კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Kikkerland, ფინჯანი ფრიდა კალოს გამოსახულებითKikkerland, ფინჯანი ფრიდა კალოს გამოსახულებით
Kikkerland, ფინჯანი ფრიდა კალოს გამოსახულებით

უფასო მიწოდება

33.00
Kikkerland, ფინჯანი ფრიდა კალოს გამოსახულებით  kikkerland, finjani frida kalos gamosakhulebit - ვარიაცია 1 Kikkerland, ფინჯანი ფრიდა კალოს გამოსახულებით  kikkerland, finjani frida kalos gamosakhulebit - ვარიაცია 1
Kikkerland, ფინჯანი ფრიდა კალოს გამოსახულებით  kikkerland, finjani frida kalos gamosakhulebit - ვარიაცია 2 Kikkerland, ფინჯანი ფრიდა კალოს გამოსახულებით  kikkerland, finjani frida kalos gamosakhulebit - ვარიაცია 2

Kikkerland, ფინჯანი ფრიდა კალოს გამოსახულებით

ID: 612615103962

Kikkerland-ის ეს ფინჯანი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით. ამშვენებს ფრიდა კარლოს გამოსახულება.


ზომა: 14.5 x 8.3 x 7.6 სმ

33.00

უფასო მიწოდება
აღწერა

Kikkerland, ფინჯანი ფრიდა კალოს გამოსახულებით

Kikkerland-ის ეს ფინჯანი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით. ამშვენებს ფრიდა კარლოს გამოსახულება.
ფინჯანი ფართოპირიანია და დიდი სახელური აქვს, რაც ცხელი სასმლისგან მიღებულ სიამოვნებას ახანგრძლივებს.
ყოველი ყლუპის დროს მხატვრის შთამაგონებელ ციტატას წაიკითხავთ - „რაში მჭირდება ფეხები, როდესაც ფრთები მაქვს გასაფრენად“.
•     ფინჯანი შეგიძლიათ მოათავსოთ როგორც ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ასევე მიკროტალღურ ღუმელში;
•    დიზაინერი: ჰექტორ სერანო

Kikkerland

 

Kikkerland 1980-იანი წლების ბოლოს, ჰოლანდიელი დიზაინერის - იან ვან დერ ლანდე-ს პროექტის მიხედვით ნიუ-იორკში დაარსდა. 

 

დღესდღეობით ბრენდი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ მისი ასეთი მცირეხნიანი ისტორია რთული დასაჯერებელია. Kikkerland აწარმოებს გულდასმით შემუშავებული დიზაინის მცირე ზომის ნივთებს, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკანცელარიო, თუ საჩუქრების მაღაზიებში წააწყდებით.

 

Kikkerland-ის ნივთებზე, კომპანიის 15 ადამიანისგან შემდგარ გუნდთან ერთად არაერთი ცნობილი დიზაინერი მუშაობს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან და ავითარებენ ახალ პროდუქტებს.

 

Kikkerland Design აფართოვებს უნიკალური ნივთების უდიდეს კოლექციას. თითოეული პროდუქტი ფორმის, ფუნქციურობისა და ესთეტიურობის ბალანსია. აღსანიშნავია, რომ Kikkerland წარმოდგენილია 20-მდე კატეგორიაში და ყველა მათგანი წარმატებით იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

Kikkerland-ის პირველი ნაბიჯები

 

Kikkerland-ის დამფუძნებელი იან ვან დერ ლანდე მოგვითხრობს, თუ როგორ გადავიდა თავისი ჰოლანდიური ბრენდის ველოსიპედით მიწოდებიდან მსოფლიო იმპორტზე. 

 

იან ვან დერ ლანდემ 1980-იანი წლების ბოლოს თავის დიზაინერ მეგობრებთან ერთად დაიწყო ლარნაკებისა და ნათურების გაყიდვა. მომხმარებლებისთვის პროდუქციის მისაწოდებლად, თავად დადიოდა ველოსიპედით ქუჩებში. 

 

თავდაპირველად ვან დერ ლანდე საკუთარ საცხოვრებელ ნავში, მდინარე ჰადსონზე მუშაობდა ნივთებზე. შემდეგ კი, ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, ახალი თანამშრომლები შეიძინა და ნამდვილი ოფისიც გახსნა. ნელ-ნელა, მეგობრების დახმარებით არაერთ კრეატიულ დიზაინერთან დაამყარა კონტაქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და გახსნა Kikkerland-ის ფილიალები ბევრ ქვეყანაში. დღესდღეობით Kikkerland-ი წელიწადში 300-მდე პროდუქტს აწარმოებს და თითოეული მათგანი იქმნება საოცარი კრეატიულობით.

 

ვან დერ ლანდე ისევ საკუთარ ნავში ცხოვრობს და ყოველდღე ველოსიპედით დადის Kikkerland-ის მანჰეტენის ოფისში, ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი ნიდერლანდელი. 

 

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ბრენდიKikkerland
  • ზომა4.5 x 8.3 x 7.6 სმ