უფასო მიწოდება
Haakaa საბავშვო ელექტრო ცხვირის ასპირატორი
მარტივად, ნაზად & უსაფრთხოდ აშორებს ზედმეტ ლორწოს
აპარატს მოყვება 2 ტიპის რბილი თავაკი, რომელიც არ აღიზიანებს ბავშვის ნაზ კანს
მარტივად გასაწმენდი
იტენება USB კაბელით, არ საჭიროებს ელემენტებს
უზრუნველყოფს კომფორტს & სისუფთავეს
არ შეიცავს BPA
არ შეიცავს PVC
არ შეიცავს ფტალატებს
Haakaa - ცხვირის საბავშვო ასპირატორი - სწრაფად, ნაზად და ეფექტურად ხსნის სუნთქვის გაძნელებით გამოწვეულ დისკომფორტს. ერთი ღილაკის დახმარებით არეგულირებს შეწოვის სიძლიერეს, ასუფთავებს სასუნთქ გზებს და უმარტივებს პატარას სუნთქვას. ასპირატორი უზრუნველყოფს უწყვეტ შეწოვას და არ ახდენს სითხის უკუდინებას ნესტოში. მოყვება უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული, 2 განსხვავებული ფორმის თავაკი, რომლებიც არ აღიზიანებენ ბავშვის ნაზ კანს. შესაბამისი ფორმის თავაკის შერჩევით, პროდუქტი გამოიყენება ჩვილებში და 12 თვიდან ბავშვებში. ნაკრებში შემავალი საწმენდი ჯაგრისით მარტივად ასუფთავებს ასპირატორს, ხოლო ქეისი ხელს უწყობს პროდუქტის ჰიგიენურ შენახვას.
გასუფთავებამდე ასპირატორი გამორთეთ დენის წყაროდან და განაცალკევეთ სილიკონის კომპონენტებისგან. სილიკონის კომპონენტები, შემაგროვებელი კონტეინერი და სატუმბი მილი გაწმინდეთ საწმენდი ჯაგრისის დახმარებით, თბილ, საპნიან წყალში. სატუმბი მილის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული ასპირატორთან დიდი რაოდენობით წყლის წვეთების მოხვედრა, რადგან მოწყობილობა არ არის წყალგამძლე და შესაძლოა დაზიანდეს.სილიკონის თავის, ფილტრის და შემაგროვებელი კონტეინერის სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. მოწყობილობა აღჭურვილია led ინდიკატორით, რომელიც აინთება მისი დატენის საჭიროების შემთხვევაში. სრულად დამუხტვის შემთხვევაში, რომლისთვისაც საჭიროა დაახლოებით 2 საათი და 50 წუთი, ასპირატორზე აინთება სამივე მაჩვენებელი.
თუ ასპირატორს არ იყენებთ ხშირად, დატენეთ თვეში ერთხელ, რათა შეინარჩუნოს ბატარეამ სიმძლავრე. რჩევა: მიაქციეთ ყურადღება შემგროვებელ კონტეინერს, თუ მიაღწევს MAX ნიშნულს, გამორთეთ და დაცალეთ კონტეინერი, სანამ გააგრძელებთ გამოყენებას.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.