კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებმოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ
მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ

უფასო მიწოდება

19.90
მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ

ID: 9789941312625
მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ  mokhuci oposumis tsigni praqTikuli kaTebis shesakhebმოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ  mokhuci oposumis tsigni praqTikuli kaTebis shesakheb
პირველი 10 გვერდი

მთარგმნელი: ანი კოპალიანი

ილუსტრატორი: აქსელ შეფერი

გამოცემის წელი: 2020

გვერდების რაოდენობა: 84

ISBN: 9789941312625

გამომცემლობა: ინტელექტი

19.90

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

„ტომას სტერნზ ელიოტს შვილები არ ჰყავდა, მაგრამ ბავშვები უყვარდა და კატებიც უყვარდა ტომას სტერნზ ელიოტს. დღემდე არავის ეპარება ეჭვი, – ლიტერატურის კრიტიკოსებს ვგულისხმობ, – რომ ტომას ელიოტი უდიდესი მოდერნისტი პოეტია; არც მისი „ბერწი მიწის“ სიდიადეში დაეჭვებულა ვინმე. მკითხველთა სიმრავლე არ ადარდებდა ელიოტს. სწამდა, რომ პოეზია ყველასათვის არ იყო და არც უნდა ყოფილიყო მაღალი პოეზია პოპულარული. მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და, მეგობრის შვილებისათვის თუ ნათლულებისათვის დაწერილი და მათთვის წაკითხული, „კატები“, ბესტსელერი გახდა. „მოხუცი ოპოსუმი“ მეგობარმა, Il miglior fabbro – უკეთესმა ოსტატმა – ეზრა პაუნდმა შეარქვა; ეხუმრებოდა ხოლმე, განაბვა ანუ გამელვა გიყვარსო, ოპოსუმებს სჩვევიათ თავის მომკვდარუნება. კატების წიგნი 1939 წელს გამოიცა. თოთხმეტი სხვადასხვა სახელიანი და სხვადასხვა ხასიათიანი კატა – სულ ესაა მთელი წიგნი და კიდევ წინათქმა, კატის სახელის შერჩევისა გამო. ამ სალაღობო წიგნშიც არ უღალატებდა ელიოტი თავის პრინციპს, ცოცხალი ტრადიციისა, და გაითვალისწინებდა ინგლისურ ლიტერატურაში დაგროვილ გამოცდილებას, უძველესი დროის სალაღობო და საბავშვო სიმღერებიდან მოყოლებული რადიარდ კიპლინგამდე, ლუის კეროლამდე და ედვარდ ლირამდე. ინტონაციები, რიტმი და რითმები შეეძლო აქედან წამოეღო. „შერლოკ ჰოლმსი“ უყვარდა და მაკავიტისა თუ სხვა კატებისათვის დეტექტური განწყობილებანი უნდა ესესხა. ტომას ელიოტი თამაშობს „კატებში“, სიტყვებით, სახელებით, ფრაზებით თამაშობს და უნდა აჰყვე, ოსტატობა და მახვილგონიერება გეყოს და აჰყვე; თუ ვერ აჰყვებოდა, ხელი მოეცარებოდა მთარგმნელს და მთარგმნელმაც გაბედა და მიაგნო ემოციურ დარტყმებს და ოსტატობაც ეყო. თარგმანი ძველი და მარადახალი საზომებითა და ხმებითაა შესრულებული და ჩვენი თეატრისათვისაც გამოწვევაა ენდრიუ ლოიდ ვებერის მუზიკლის ქართულ ენაზე და ქართულ სცენაზე აჟღერება“, – პაატა ჩხეიძე

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ტომას სტერნზ ელიოტი
  • მთარგმნელი ანი კოპალიანი
  • ილუსტრატორი აქსელ შეფერი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 84
  • ფორმატი 175 x 200 მმ
  • ყდა მაგარი
  • გამოცემის წელი 2020
  • ორიგინალის ენა ინგლისური
  • ავტორის წარმომავლობა ამერიკის შეერთებული შტატები
  • ასაკობრივი ჯგუფი 9 - 12 წელი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.