კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მარგალიტებიმარგალიტები
მარგალიტები

უფასო მიწოდება

12.95
მარგალიტები
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

მარგალიტები

ID: 9789941328848
მარგალიტები  margaliTebiმარგალიტები  margaliTebi

საბა - ''ვკითხულობდი ამ რომანს და ვფიქრობდი, როგორი მსუბუქი, თან როგორი მძიმე, მაგრამ, როგორი ნაცნობია მთელი ეს ისტორია - ასე მეგონა, ასჯერ მომისმენია, ასი სხვადასხვა ადამინისგან. მეგობრის უფროსი დისგან, მეზობლისგან, შორეული ნათესავისგან, ვიღაცის დედისგან.''


ბექა ადამაშვილი - ''ძალზედ კარგი წიგნია - მარტივი ენით, ლაღი იუმორით, სახასიათო პერსონაჟებით და ამ ყველაფრის თანმხლები სევდით, კითხვის პროცესში ტრაგედიის გარდაუვალობის გაცნობიერება რომ იწვევს.''



ნომინაციები: საბა

გამოცემის წელი: 2021

გვერდების რაოდენობა: 236

ISBN: 9789941328848

გამომცემლობა: პალიტრა L

12.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

გათვლა
ვა, სოფელო
ბნელ წყლებში
ანოტაცია

15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990­იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ.

პრესის გამოხმაურება

არილი - ''სცენათა კინემატოგრაფიულობა მკითხველს  უბრალო მსმენელისა თუ დამკვირვებლის პოზიციის დატოვებას აიძულებს და უნებურად თავგადასავალთა თანამონაწილედ აქცევს. მოქმედებები არასდროს იწელება. წიგნი ერთ ამოსუნთქვაში იკითხება, რაც დიდწილად მარგოს თხრობის სტილის დამსახურებაა, რომელიც, მისი პიროვნების მსგავსად, მრავალშრიანი და მკვეთრად ინდივიდუალისტურია.''

On.Ge - ''ახლანდელ და მომავალ ქართველ გოგოებს უკვე ჰყავთ მარგო ალიაშვილი, რათა მეტი გამბედაობა მოიკრიბონ და ნაკლებად მოუსმინონ იმ ციცოებსა და მარგალიტებს, რომლებსაც პატრიარქატის ძალადობრივმა კულტურამ ფარ-ხმალი დააყრევინა.''

ნესტან ნენე კვინიკაძე - ''მარიამი წერს სადად, პირდაპირ, შეულამაზებლად, ტკბილხმოვანებისაგან დაცლილი წინადადებებით. პერსონაჟები საუბრობენ ისე, როგორებიც არიან.  მარიამი მტკივნეულ ამბებს იუმორით ჰყვება. სწორედ თხრობის ინდივიდუალური სტილით და ოსტატობით იქცევს ყურადღებას 25 წლის ავტორი, რომელიც ლიტერატურულ სცენაზე მნიშვნელოვანი დებიუტით გამოჩნდა.''

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი მარიამ გურგენიშვილი
  • გამომცემლობა პალიტრა L
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 236
  • ფორმატი 130 x 197 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2021
  • ორიგინალის ენა ქართული
  • სერია გახდი ბესტსელერის ავტორი
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო
  • ნომინაციები საბა


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.