კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბედთან მოთამაშებედთან მოთამაშე
ბედთან მოთამაშე

უფასო მიწოდება

11.95
ბედთან მოთამაშე
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ბედთან მოთამაშე

ID: 9789941315428
ბედთან მოთამაშე  bedtan motamasheბედთან მოთამაშე  bedtan motamashe

გამოცემის წელი: 2024

გვერდების რაოდენობა: 96

ISBN: 9789941315428

გამომცემლობა: ინტელექტი

11.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

„ბედთან მოთამაშე“ სოსო ყიფშიძის პირველი პროზაული კრებულია, რაც უკვე დიდი იშვიათობაა დებიუტანტ ავტორთა ტექსტებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს წერას ამგვარად ძალიან ცოტა იწყებს, ან თუ იწყებს, მცირე პროზას სამწერლო გზის ერთგვარ საფეხურად აღიქვამს ვრცელი რომანის შექმნამდე. შესაბამისად, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მოთხრობა ძალიან გაიშვიათდა, რის გამოც ამ ჟანრში თავის მოსინჯვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმედ იქცა. მოთამაშე, მეოცნებე და სევდიანი – სოსო ყიფშიძის მოთხრობების სათაურებიდან ამოკრეფილი სიტყვებით უნებურად იმ პერსონაჟის პორტრეტი იხატება, რომელმაც ავტორს შთააგონა, განცდილი, ნანახი თუ გაგონილი მხატვრულად დაემუშავებინა და მაინც ერთი კაცის თავგადასავლად ექცია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უმეტესწილად ფარული ვნება, ძნელად გასამხელი სენია, რომლისგან განკურნება აღიარებით, განდობით, გულწრფელი საუბრით იწყება. შესაძლოა, ლუდომანიისგან თავდასაღწევად შემოქმედებითი წერაც ერთგვარი ხსნა იყოს, რადგან ის უპირველესად თეთრი ფურცლის, ანუ ყველაფრის თავიდან დაწყების შიშის დაძლევას გულისხმობს. „მოთამაშისთვის ტყუილი განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც ბლეფი პოკერში.“ მიუხედავად იმისა, რომ კრებულის ყველაზე ვრცელი ტექსტი მთხრობელის ტყუილებზეა აგებული, პერსონაჟის აღსარებითი ტონი მოთხრობას, ნარატიული თვალსაზრისით, სანდო პირველი პირის ნაამბობად აქცევს. როდესაც ფურცლისთვის განდობილი წიგნად იქცევა, ავტორს აღარ სჭირდება იმის შეხსენება, რომ გარკვეულწილად მხატვრული პროზაც ფიქციაა, თუმცა უფრო ნაღდი, ვიდრე რეალური ცხოვრება. ლიტერატურულ თამაშში კი მოგებული მხოლოდ ის არის, ვინც შეძლო და ბოლომდე ამოთქვა.“ – რუსუდან რუხაძე

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი სოსო ყიფშიძე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 96
  • ფორმატი 125 x 190 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2024
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო
  • მიმართულება მოთხრობები


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.