კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბაბალე, წინდები, გალაკტიონი, რომელი საათია?ბაბალე, წინდები, გალაკტიონი, რომელი საათია?
ბაბალე, წინდები, გალაკტიონი, რომელი საათია?

უფასო მიწოდება

10.00
ბაბალე, წინდები, გალაკტიონი, რომელი საათია?  babale, tsindebi, galakTioni, romeli saatia? - ვარიაცია 1 ბაბალე, წინდები, გალაკტიონი, რომელი საათია?  babale, tsindebi, galakTioni, romeli saatia? - ვარიაცია 1
ბაბალე, წინდები, გალაკტიონი, რომელი საათია?  babale, tsindebi, galakTioni, romeli saatia? - ვარიაცია 2 ბაბალე, წინდები, გალაკტიონი, რომელი საათია?  babale, tsindebi, galakTioni, romeli saatia? - ვარიაცია 2
ბაბალე, წინდები, გალაკტიონი, რომელი საათია?  babale, tsindebi, galakTioni, romeli saatia? - ვარიაცია 3 ბაბალე, წინდები, გალაკტიონი, რომელი საათია?  babale, tsindebi, galakTioni, romeli saatia? - ვარიაცია 3

ბაბალე, წინდები, გალაკტიონი, რომელი საათია?

ID: 4860122770153

ბაბალე

 

ბაბალეს წინდა შექმნილია ქართველი მხატვრების, საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების ინსპირაციის საფუძველზე.

 

ზომა: Adult size

 

მასალა: ბამბა 95 %, სინთეთიკა 5 %

 

რეკომენდირებულია გარეცხვა 30 - 40 °C ტემპერატურაზე სარეცხ მანქანაში

10.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

ბაბალე, გალაკტიონი, რომელი საათია?

გალაკტიონი (1891 – 1959) „საქართველოს პოეტების მეფე“- ასე უწოდეს მას თანამედროვეებმა. საზოგადოებას მას ვიცნობთ როგორც პოეტს, ცოტა ვინმე თუ იცნობს მისი შემოქმედების მხატვრულ მხარეს. პოეტი როცა ლექსებს წერდა, იქვე მიახატავდა ხოლმე საკუთარ ემოციებს და განცდებს. ეროვნულ მემკვიდრეობაში შემოგვრჩა მისი უამრავი ჩანახატი. სწორედ ასეთია ორი პორტრეტის სკეჩი, რომელმაც მისი უკვდავი ლექსი '"რომელი საათია" გაგვახსენა. წინდაზე აღმოჩენ გალაკტიონის ხელმოწერასაც.

ბაბალე

“ბაბალე” სოციალური საწარმოა, რომელიც 2015 წელს დაარსდა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ. მისი დამფუძნებლები და წევრები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დედები არიან. ბაბალე თანასწორ სამუშაო გარემოს ქმნის ყველასთვის. ის აერთიანებს ორ სივრცეს - შემოქმედებით სახელოსნოს და სალონს, სადაც იყიდება ნამუშევრები. ბაბალეს შექმნა განაპირობა დედების მღელვარებამ, როგორი მომავალი ექნებოდათ მათ შვილებს გარემოში, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი უნარების განვითარებას და შესაძლებლობების რეალიზებას. ბაბალე პირველი აღმოჩნდა, რომელმაც შექმნა დასაქმების პრეცედენტები. ბაბალეს მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქციის შემოქმედებითი იდეების ავტორები დედები, შვილები და მათი მეგობრები არიან. აქ შეხვდებით როგორც ხის, თიხისა და ქსოვილის ხელნაკეთ სუვენირებს/აქსესუარებს, ისე მასობრივი წარმოების პროდუქტს - წინდებს, სუფრებს, წინსაფრებს. თითოეული პროდუქტის შექმნას თავისი ისტორია აქვს. წინდები დაუნის სინდრომის საერთაშორისო სიმბოლოდ არის მიჩნეული მისი ქრომოსომის ფორმასთან მსგავსების გამო და 21 მარტს, მთელ მსოფლიოში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ჭრელი წინდების კამპანიებში გამოიყენება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა მოძრაობა საქართველოში 2012 წლიდან შეუერთდა მსოფლიო საზოგადოებას და ჭრელი წინდების კამპანიაში მთელი ქვეყანა ჩართო. 2018 წლიდან კი ბაბალემ დაიწყო საკუთარი წინდების წარმოება. ბაბალეს ანგელოზები საწარმოს გახსნის დღიდან მისი გამორჩეული პროდუქტია, რომელიც იქმნება სეზონების შესაბამისად. მის ხელით შექმნაში ბაბალეს მთელი გუნდია ჩართული. მოგვიანებით, ბაბალეს ანგელოზები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების პროტოტიპები გახდნენ და მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის სპეცილურად ბაბალესთვის შემქნილი ხაზით შეაყვარეს თავი ყველას. მომხმარებლების მიერ შეძენილი ნებისმიერი პროდუქციიდან შემოსული თანხა ბრუნდება საწარმოს განვითარებაში და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერაში. ბაბალეში არსებული სხვადასხვა მიმართულებები მათთვის უსასყიდლოა. სახელოსნოში ბავშვებს უტარდებათ არტ თერაპია, მოზარდები გადიან წინა პროფესიულ მომზადებას, ახალგაზრდები კი სტაჟირებას და მხარდაჭერით დასაქმებაში ერთვებიან. ბაბალემ მისი არსებობის მანძილზე 200-ზე მეტ ბავშვს, მოზარდს და ახალგაზრდას გაუწია მხარდაჭერა.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ბრენდიბაბალე
  • მასალაბამბა, სინთეთიკა
  • პროდუქტის ზომაAdult size
  • ბრენდის წარმომავლობასაქართველო
  • ტიპიწინდა


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.