კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დეკორაციები
ფილტრაცია
დალაგება:

დეკორაციები

ფერადი განათება, 10.75 მ, 1 ც.
119.00
ფერადი განათება, 10.75 მ, 1 ც.
Boland, ველური დასავლეთის პინიატა, 40 სმ.
20 პროდუქტის ჩვენება

VELI.store-ის ციფრული თაროები ყოველდღიურად ახლდება. სულ ცოტა ხნის წინ კი ველის წვეულების კატეგორია დაემატა, სადაც დაბადების დღისა თუ სხვა ცერემონიის გასაფორმებლად ყველანაირი დეკორაციის ერთ სივრცეში შერჩევა შეგიძლია.
 

დამეთანხმები, რომ წვეულების წინა სამზადისი ამაღელვებელი, ემოციური და სასიამოვნო პროცესია. იმისთვის, რომ შენი წვეულება, დაბადების დღე ან ნებისმიერი სხვა ცერემონია იდეალური გამოვიდეს, ველიზე წვეულების კატეგორიაში თავმოყრილი ჭრელი და ბჭყვრიალა ნივთები უნდა დაათვალიერო. 
 

დეკორაციების ფართო ასორტიმენტში შეხვდები დაბადების დღის დეკორაციებს, როგორცაა სხვადასხვა სახის, ფერადი ბუშტები, ბანერები, განათებები და სხვა დეკორაციები. მაგალითად დაბადების დღის დეკორაციების ასორტიმენტიდან აუცილებლად დაგჭირდება რიცხვების ფორმის ჰელიუმის ბუშტები, ასევე ფოლგირებული ან ლატექსის ბუშტები
 

თუ წვეულება სიურპრიზია და წვეულების ორგანიზება შენს თავზე აიღე, ველიზე ბუშტების აქსესუარების კატეგორიაც შეგხვდება, სადაც ნებისმიერ წვრილმან აქსესუარს შეხვდები, რომელიც წვეულების გაფორმებაში დაგეხმარება. ჩვეულებრივ ასეთი წვრილმანების შეძენას ძებნა სჭირდება, ველიზე კი შესაძლებლობა გაქვს სახლიდან გაუსვლელად ყველა დეკორაცია მოიმარაგო. არ დაგავიწყდეს, რომ რამდენი პროდუქტიც არ უნდა დაამატო კალათაში შენაძენს სრულიად უფასოდ, 3 საათში მიიღებ. 


VELI.store-ზე წვეულების კატეგორიაში დეკორაციებიდან შეგიძლია პროდუქტები თემის მიხედვით შეარჩიო და დამატებით დრო დაზოგო. მაგალითად თუ გეგმავ გოგონების ან ბიჭების წინასაქორწილო წვეულებას ფილტრის ფუნქციით სწორედ ამ ნაწილს მონიშნავ და ცერემონიისთვის საჭირო ყველა პროდუქტი რამდენიმე წამში ჩამოიშლება.
 

შემოდგომის სეზონის დადგომასთან ერთად Halloween-ის დღესასწაულიც მოახლოვდა, ასე რომ თუ შენს სამსახურში მაგიდები გოგრის ფორმისა და ობობის ქსელის საშიში დეკორაციებით ჯერ არავის მოურთავს, დროა განწყობა აიმაღლო და ველიზე დეკორაციები შეარჩიო. კატეგორიაში შეხვდები ისეთ ექსკლუზიურ ბრენდებს, როგორიცაა Ginger Ray, Boland, Fiestas Guirca და სხვა. პოპულარული ბრენდები პროდუქტები მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ასე რომ დროა ისინი შენს კალათაში დაამატო. მაგალითად Ginger Ray -ის ღამურების ფორმის დეკორაცია განწყობის შექმნისთვის კარგი საშუალებაა. ხის მასალისგან დამზადებული 45 x 33 სმ ზომის დეკორაცია შეგიძლია სახლში ან სამსახურში შენს მაგიდასთან ჩამოკიდო. 
 

Halloween-ის დღესასწაული არ არსებობს კოსტიუმის გარეშე, ამიტომ თუ სამსახურში ან სამეგობროში წვეულება მოაწყე, არ დაგავიწყდეს შესაფერისი კოსტიუმის შერჩევა ველიზე. შენს კოსტიუმს კი სრულიად უფასოდ, 3 საათში მოგიტანთ. ველიზე წვეულების ყველაზე ბჭყვრიალა კატეგორიაში დეკორაციების გარდა მაგიდის სერვირებისთვის საჭირო აქსესუარები, ფერადი კვამლები და ბუშტების ყველაზე დიდი ასორტიმენტი დაგხვდება. აქვეა ბარი & მეტის კატეგორია და თამაშების სექცია, სადაც ინტელექტუალურ, გასართობ და მხიარული სამაგიდო თამაშების დიდ არჩევანს წააწყდები. 
 

საყიდლების ციფრული ველი შოპინგის ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული საშუალებაა, რომელიც შენს დროს დაზოგავს. თუ წინასწარ უკვე იცი, რომელიც ბრენდის დეკორაციები გჭირდება, ველიზე დეკორაციების კატეგორიაში ბრენდების 30-ზე მეტ დასახელებას აღმოაჩენ, მონიშნე სასურველი ბრენდი და პროდუქტების შერჩევა კიდევ უფრო გაგიმარტივდება. 
 

იმისთვის რომ წვეულებაზე გართობის გარდა უსაფრთხოებაზეც იზრუნო, გაითვალისწინე როგორი მასალისგან დამზადებულ პროდუქტებს შეარჩევ. ველის წვეულების კატეგორიაში წარმოდგენილი პროდუქტები დამზადებულია: 100% პოლიეთილენის, ქაღალდის, PVC-ს, ატლასის, თექისა და ლატექსის, ასევე ფოლგის და ხის მასალისგან. ამიტომ გაითვალისწინე რომ მარტივად აალებად ნივთიერებებთან ქაღალდის ან ხის მასალისგან დამზადებული დეკორაციები არ განათავსო. შეარჩიე ნებისმიერი ცერემონიის გასაფორმებელი დეკორაციები და სხვა აქსესუარები ონლაინ ველიზე, დაზოგე შენი დრო და გაიფერადე წვეულება ველისთან ერთად. 


 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.