თუკი გეიმინგისთვის სხვადასხვა აქსესუარი დაგჭირდა, სასურველია მაღალი ხარისხის პროდუქცია წამყვანი ბრენდებისგან შეარჩიო. ველიზე გერმანული ბრენდის Cougar-ის პროდუქციას აღმოაჩენ, რომ შენი გეიმინგ გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადო.
Cougar-ის გეიმინგ აქსესუარები ველიზე
VELI.store-ზე Cougar-ის სხვადასხვა გეიმინგ აქსესუარები შეგიძლია აღმოაჩინო, მათ შორის ისეთი მსხვილი აქსესუარები, როგორიც მაგიდა და სავარძელია. ასევე აღმოაჩენ შედარებით პატარა ზომის, წვრილმან აქსესუარებს, მაგლითად, კლავიატურას, მიკროფონს, კამერას და სხვა.
მსხვილი გეიმინგ აქსესუარები
თუკი გინდა შენი გეიმინგ სივრცე მაქსიმალურად კომფორტული გახადო, რეკომენდებულია პირველ რიგში კომფორტული სავარძელი შეარჩიო. ველიზე Cougar CGR-ARX-GLB HOTROD ROYAL შეგხვდება Hyper-Dura ტყავისა და ტვიდის მასალით. სავარძელს აქვს ხელების 4D დასადები, რეგულირების ფუნქციით და კომფორტული საზურგე, ბალიშებით.
სავარძელთან ერთად, შესაძლოა გეიმინგ მაგიდაც დაგჭირდეს. ველიზე Cougar-ის MARS PRO 150 Gaming Desk შეგიძლია აღმოაჩინო, სიმაღლის რეგულირების სამი დონით და RGB განათებით.
მცირე გეიმინგ აქსესუარები
მსხვილი აქსესუარების გარდა, ველიზე Cougar-ისგან მცირე გეიმინგ აქსესუარებსაც აღმოაჩენ. მაგალითად, Cougar CGR-CAM3-RWB-01 Cyclops AIO რომელიც მიკროფონს, კამერასა და დინამიკს აერთიანებს, იდეალური ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს. მოწყობილობას აქვს 1920 რეზოლუციის სტრიმერ კამერის და მიკროფონის რეჟიმები, RGB განათების და დინამიკის ხმის რეგულირების შესაძლებლობა. ასევე მოჰყვება ადაპტერი დამატებითი თავსებადობისთვის და USB Type-C კონექტორი.
ველიზე ასევე შეგიძლია Cougar 700K EVO Cherry Red Switch გეიმინგ კლავიატურა აღმოაჩინო. კლავიატურას თან ახლავს ყურსასმენის და მიკროფონის პორტები, აგრეთვე მოსახსნელი მაჯის საყრდენი. თუკი მაუსი დაგჭირდა, VELI.store-ზე Cougar Surpassion RX Wireless Optical Gaming Mouse Black შეგხვდება, მსუბუქი კონსტრუქციით. მაუსს აქვს 20 საათიანი უწყვეტი მუშაობის შესაძლებლობა და 13 სხვადასხვა backlight განათება. მაუსი აღჭურვილია 6 ღილაკით და 1000 Hz სიხშირული დიაპაზონით.
მაუსთან ერთად ველიზე Cougar-ის მაუსპედებსაც აღმოაჩენ. შენ მიერ შერჩეულ ნებისმიერ ნივთს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.