კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ფაზლები
ფილტრაცია
დალაგება:

ფაზლები

Globo, ფაზლი, 1000 ნაწილი-20%
Globo, ფაზლი, 500 ნაწილი-20%
Jabadabado, ცხოველების ფაზლი-20%
Clementoni, Narwhal ფაზლი, 500 ნაწილი-5%
20 პროდუქტის ჩვენება

ყველაზე ხარისხიან, კრეატიულ და საინტერესო ფაზლებს VELI.store-ზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეიძენ. თუ ასაწყობი სათამაშოები და თავსატეხები გიყვარს ან გსურს შენი ოჯახის მცირეწლოვან წევრებს გამორჩეული საჩუქარი გაუკეთო, ველიზე ფაზლების შერჩევას ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის მარტივად შეძლებ - იქნება ეს საბავშვო თუ Adult ფაზლები.

.
ბევრი სხვადასხვა ფრაგმენტისგან მოზაიკის ან ფიგურის აწყობა, დადებითად მოქმედებს გამომსახველობითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებაზე. ბავშვების შემთხვევაში, ეს პროცესი ხელს უწყობს ფერების, ფორმების, ზომების აღქმას და ავითარებს წვრილმან მოტორიკას. გარდა ამ ბენეფიტებისა, მსგავსი ნივთები სახლის ინტერიერსაც უნიკალურს ხდის, ამიტომ ხშირად, ფაზლების, კონსტრუქტორებისა და lego-ს მოყვარულებს, თავიანთი სივრცის მოწყობისას გამორჩეული სტილი აქვთ.
 


ფაზლების მრავალფეროვანი არჩევანი VELI.store-ზე


ველიზე სხვადასხვა ტიპის, ხარისხისა და სირთულის ფაზლები გვხვდება. აქ აღმოაჩენ ქართულ, ამერიკულ, გერმანულ, პოლონურ და იტალიურ ბრენდებს, როგორებიცაა : Beleduc, Clementoni, Cubicfun, CubicFun, Dodo, Eureka Kids, Globo, Goki, Hape, Kikkerland, Lisciani, LISCIANIGIOCHI, Melissa & Doug, Phoenix, Prime 3D, Ravensburger, Revell, Simba Toys, კოდალა და სხვ.
 


3D ფაზლები


თუ დროის საინტერესოდ გაყვანა გინდა და ამავდროულად სახლისთვის ახალ სუვენირზეც არ იტყოდი უარს, 3D ფაზლების აწყობა შენი ყოველდღიურობის ერთ-ერთი გამორჩეულ აქტივობად შეიძლება იქცეს.


VELI.store-ზე ბიგ ბენის, ეიფელის კოშკის, თავისუფლების ქანდაკების, ნოტრ დამის, მცირეწლოვნებისთვის კი - პრინცესის სასახლეებისა და დინოზავრების 3D ფაზლებს აღმოაჩენ. ყველა მათგანს განსხვავებული სირთულე აქვს, რომელიც ძირითადად ნაწილების რაოდენობასა და ფიგურის ზომაზეა დამოკიდებული.
 


საბავშვო ფაზლები


ფაზლების ასაკობრივი ჯგუფები შეიძლება დაიყოს :

  • 1 - 3
  • 3 - 5
  • 5 - 8
  • 8 - 12
  • 12+

თითოეულ კატეგორიაში განსხვავებული სირთულისა და დასახელების ფაზლები გვხვდება. 3 წლამდე ბავშვებისთვის ეს შეიძლება იყოს 9 ნაწილიანი კუბების ფაზლი ან გეომეტრიული ფაზლი, რომელიც 7 ნაწილისგან შედგება.


ასაკის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია ნაწილების რაოდენობაც იზრდება. მაგალითად, Winning Moves -ის ჯოკერის ფაზლი, რომელიც 1000 ნაწილისგან შედგება, შესანიშნავი საჩუქარი იქნება 10+ ასაკის მოზარდებისთვის. 
 


ფაზლები ზრდასრულებისთვის


თუ ასაწყობი და სამაგიდო თამაშები გიყვარს, ველიზე შენთვისაც მოიძებნება საინტერესო ნივთები. 1000 – 1500 ნაწილისგან შემდგარი უნიკალური მოზაიკები ნამდვილად დაგეხმარება მარტო ან მეგობრებთან ერთად დრო მხიარულად გაიყვანო.


თუ შენი ზრდასრული  ან მცირეწლოვანი მეგობრისთვის სიურპრიზის გაკეთება გსურს, VELI.store- ზე ნებისმიერ შერჩეულ საჩუქარს, იქნება ეს ფაზლები თუ  რბილი სათამაშოები, მაღაზია უფასოდ შეგიფუთავს და გაგზავნის შენთვის სასურველ მისამართზე.


შეარჩიე საუკეთესო ხარისხის ფაზლები ონლაინ Veli.store-ზე. შეიძინე და მიიღე შეკვეთა 3 საათში, თბილისის მასშტაბით. მიტანა უფასოა საქართველოს ყველა რეგიონში.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.