კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია

მხატვრული ლიტერატურა

banner-bgbanner-bg
bannerbanner
bannerbanner
banner-bgbanner-bg
აკუმი
მეორე ოთახი-40%
ბნელ წყლებში-40%
წითელი კლავიშები
ასი ათას ერთი
check-in
8.00
check-in

banner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bg

მიუხედავად იმისა, რომ პრეისტორიულ წარსულში ჰომო საპიენსის გარდა, კიდევ სხვა რამდენიმე სახეობის, ადამიანის მსგავსი, გონიერი არსება სახლობდა, გადარჩენა, ცივილიზაციის შექმნა და ამ დრომდე მოღწევა მხოლოდ ადამიანმა შეძლო. უძველეს დროში, დედამიწაზე ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები, დენისოვის ადამიანი და სხვა არსებები, რომლებსაც ჩვენს მსგავსად, ასევე ჰქონდათ, შემოქმედებითი უნარები. მაგალითად ნეანდერტალელები, რომლებიც დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ, არც ისეთი პრიმიტიული არსებები იყვნენ, როგორც ხშირად ჰგონიათ. 
 

ნეანდერტალელებმა 60 000-ზე მეტი წლის წინ, ესპანეთში მღვიმის სტალაგმიტები მოხატეს. უფრო დეტალურმა გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ პიგმენტები სხვადასხვა დროს არის დატანილი სტალაგმიტებზე, დაახლოებით 10 000 წლის ინტერვალით. რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები და გადავრჩით ჩვენ? ჩვენ კოლექტიური მეხსიერება განვივითარეთ, შევძელით ერთმანეთისგან გვესწავლა და ეს ცოდნა მომავალი თაობებისთვის გადაგვეცა. ადამიანებმა ამბების თხრობა თავდაპირველად რებუსებით დაიწყეს, შემდეგ შექმნეს სოლისებრი დამწერლობა — დამწერლობის ძველი სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში. იგი შუმერებმა შექმნეს ძვ. წ. III ათასწლეულში. სწორედ, დამწერლობის გაჩენამ განაპირობა განვითარებულიყო მხატვრული ლიტერატურა და ზოგადად მწერლობა, საბოლოოდ კი თავად ადამიანი, როგორც სახეობა. 
 

იქამდე, სანამ მხატვრული ლიტერატურა გაჩნდებოდა, ადამიანები ისტორიული ფაქტების დოკუმენტირებას ახდენდნენ. ქმნიდნენ რელიგიურ ტექსტებს და წმინდანების მოწამებრივ ცხოვრებაზე გვიყვებოდნენ, ქართული ლიტერატურის ყველაზე ადრეული ძეგლებიც, სწორედ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას უკავშირდება. ქართული ლიტერატურისთვის გარდამავალი ეტაპი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ გახდა, რის შემდეგაც ჩვენ უკვე სრულად საერო ლიტერატურის შექმნა დავიწყეთ, რაც მეთორმეტე საუკუნეში „ვეფხისტყაოსნით“ დაგვირგვინდა და უკვალოდ გააქრო რელიგიის როლი ლიტერატურაში. 
 

მართალია, ვეფხისტყაოსანზე მეტ-ნაკლებად ყველას აქვს წარმოდგენა საქართველოში, თუმცა ჯობს უფრო საფუძვლიანად გაეცნო ამ, არც ისე რთულად, წასაკითხ წიგნს. VELI.store-ზე ნახავ პალიტრა L-ის გამოცემულ ვეფხისტყაოსანს, ასევე, ლიტერატურის ეს ნიმუში შეგიძლია წაიკითხო პროზაული სახით და შეიძინო ვეფხისტყაოსნის პროზაული ვერსია. მეტიც, შეგიძლია კითხვა უფრო სახალისო გახადო შესანიშნავ ილუსტრაციებთან ერთად და ნახო გრაფიკული რომანი ვეფხისტყაოსანი, სადაც კომიქსების სახით გაეცნობი ქართველი სუპერგმირების ამბავს.
 

როგორ შევარჩიოთ წიგნები ბავშვებისთვის 
 

ბავშვობაში ჩვენ პირველად ვაბიჯებთ სამყაროში, რომელსაც მხატვრული ლიტერატურა ჰქვია და როგორც ყველაფერი ახლის შემთხვევაში, აქაც უმნიშვნელოვანესია პირველი შთაბეჭდილება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ყველაფერზე მოახდინა გავლენა, ლიტერატურულ გემოვნებაზეც კი. მხატვრული ლიტერატურა, ადრე დატვირთული იყო პეიზაჟების თუ სხვადასხვა ცხოველის დეტალური აღწერით. კინოფირის გამოგონებამდე, ადამიანების უმრავლესობას არ ჰქონდა დაახლოებითი წარმოდგენაც კი, როგორ გამოიყურება უდაბნო, ან რომელიმე ეგზოტიკური ცხოველი, არასდროს ენახა სპილო, რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგალითად პინგვინებზე. დღეს ყველა ბავშვმა იცის, როგორ გამოიყურება თითოეული მათგანი, ამიტომ უმჯობესია თანამედროვე წიგნებით შეაბიჯოს ფეხი ბავშვმა ახალ სამყაროში, რათა ის მოსაწყენი არ გახდეს მისთვის და სამუდამოდ უინტერესო არ გახდეს მხატვრულ ლიტერატურა. ყველამ იცის, რომ ჰარი პოტერი თითოეული პატარა მკითხველის საყვარელი საკითხავია, ამიტომ ჯობს უკვე ნაცადი გზებით იარო. თუმცა, რასაკვირველია არის ისეთი საბავშვო წიგნები, რომლებიც არ ძველდება და ყველა დროის ბავშვისთვის საყვარელი მეგობარი გახდება ვინი პუჰი. კარგი არჩევანი იქნება ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია, სადაც შეგხვდება განსხვავებული დრო და სივრცე, მსოფლმხედველობა და კონცეფცია, ჟანრი თუ ფორმა… ამ წიგნში მრავალ ავტორსა და პერსონაჟს შეხვდები. წაიკითხავ ლიტერატურულ თუ ხალხურ ზღაპარს, რეალურ და ფანტასტიკურ ამბებს, სოფელს, ქალაქს და დროში მოგზაურობასაც კი. ეს წიგნი კიდევ ერთი, ახალი საკითხავია ბავშვებისთვის, სადაც მათ ბევრი საინტერესო ამბავი დახვდებათ.
 

როგორ შევარჩიოთ კლასიკური ლიტერატურა
 

მხატვრული ლიტერატურა გვეხმარება შევიცნოთ გარემომცველი სამყარო, გავუგოთ სხვებს და განვიცადოთ თანაგრძნობა. ის ააქტიურებს წარმოსახვას და ამდიდრებს ლექსიკას. თუ ახალბედა მკითხველი ხარ, ჯობს კითხვა არ დაიწყო ისეთი ავტორებით, რომლებიც ცნობილნი არიან რთული ენით, უყვართ გრძელი წინადადებები და ზოგჯერ უაბზაცოდ წერა. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს აკუტაგავას მოთხრობები, რომელიც მრავალფეროვან თავგადასავალს გთავაზობს ძველ იაპონიაში, ბევრი პერსონაჟი თავს მეგობარივით შეგაყვარებს, ხოლო აკუტაგავას სამყაროს განსხვავებული ხედვა და მისი საოცარი სამყარო ბევრ სიახლეს აღმოგაჩენინებს. საშინელებათა ჟანრი, მისტიკა და დეტექტივი გასართობ, მსუბუქ საკითხავად მიიჩნევა. თუმცა ზოგჯერ, დიდებულ ნაწარმოებებს ავტორები გასართობი ჟანრების ქურქში ფუთავენ, რისი შესანიშნავი მაგალითიც დეტექტიურ რომანად შექმნილი „დანაშაული და სასჯელი“ შეიძლება იყოს. რომანის მთავარი გმირი, როდიონ რასკოლნიკოვი, უნივერსიტეტიდან გარიცხული ხელმოკლე სტუდენტია, რომელიც პატარა ოთახში ეძლევა განსჯას სამართლიანობის შესახებ და გადაწყვეტს, შეგნებულად ჩაიდინოს დანაშაული – მოკლას ადამიანი, რათა დაუმტკიცოს საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოსაც, რომ ამის უფლება აქვს. 
 

როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ლიტერატურა
 


თანამედროვე ლიტერატურის გაცნობა შეგიძლია მიშელ უელბეკით დაიწყო. „პლატფორმა“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამავე დროს, თამამი ნაწარმოებია, რომელიც სასიამოვნო დროს გაგატარებინებს. შესანიშნავი საკითხავია „შანტარამი“, რომელიც ავსტრალიის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული პატიმრის ამბავს გვიყვება. მსჯავრდებულისას, რომელიც მეორე სიცოცხლეს ინდოეთში იპოვის და შანტარამი გახდება. თვალი გადაავლე პრემია „საბას“ 2022 წლის გამარჯვებულებს, თემო რეხვიაშვილის „კურიერის ამბები“ ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად.
 

როგორ შევიძინოთ წიგნები ონლაინ
 

იმისთვის, რომ წიგნები შეარჩიო სასაჩუქრედ, სახლში თუ აგარაკზე საკითხავად, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ უახლეს ბესტსელერებს და გაეცნობი კლასიკურ ლიტერატურას. შეიძინე წიგნები დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისში ან აგარაკზე, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.