კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
პენლები
ფილტრაცია
დალაგება:

პენლები

Fresk, პენალი
Fresk, პენალი
Fresk, პენალი
PULSE, პენალი "PARCEL"
PULSE, პენალი "BLUE BUTTERFLY"
PULSE, პენალი "PINK ARMY"
Milan, პენალი, SUNSET
129.00
Milan, პენალი, SUNSET
Milan, პენალი, SUNSET
20 პროდუქტის ჩვენება

პენალი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და კონპაქტური ნივთი შეიძლება იყოს მოსწავლეებისთვის. და ამარტო მათთვის.. თუ შენი პროფესია სახაზავი, სახატავი და საოფისე ნივთების ერთად თავმოყრას საჭიროებს პენალი აუცილებლად გამოგადგება. 
 

პენლები არამხოლოდ ფანქრების, კალმების და სხვა საწერი მოწყობილობების შესანახად, არამედ მრავალმხრივი სათავსოების ფუნქციასაც ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ სასკოლო ნივთები თუ საოფისე აქსეუსარები მოწესრიგებული და ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.
 

VELI.store-ზე პენლების დიდი არჩევანია. ამასთან, კატეგორიაში საკანცელარიო & კრაფტი, შენი ყოველდღიური თასქებისთვის უამრავ საინტერესო და გამოსადეგ ნივთს აღმოაჩენ, სხვადასხვა შეთავაზებით.
 

ველის ამ კატეგორიაში აღმოაჩენ გამორჩეულად პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: 

Herlitz
Kikkerland
Milan
KITE
PASO
OBM
SANTI
YES

და სხვ. 

მსგავსი ბრენდები ველიზე სხვადასხვა ფორმის, ფერისა და ხარისხის პენლების ყველაზე მრავალფეროვან ჩამონათვალს უყრიან თავს. 


როგორ შევარჩიო პენალი ველიზე?

 

ველის საკანცელარიო და კრაფტის ნივთების სექციაში ბევრი ფუნქციური და მრავალფეროვანი პრინტის პენალი, მათ შორის სასკოლო პენალი დაგხვდება. აქ შეგხვდება მრავალსექციანი და ელვაშესაკრავი ვარიანტები. ფორმების მიხედვით კი, მრგვალი, ოვალური, მართკუთხა და მილის ფორმის კომპაქტური პენლები. ასეთი პენლები მთავარ განყოფილებაში იტევს კალმება, ფანქრება, საშლელებსა და ჰაილაითერებს. ხოლო დამატებითი ჯიბეები ან სექციები განკუთვნილია დამხმარე აქსესუარებისთვის როგორებიცაა მაკრატელი, წებოს სტიკი, სახაზავი და სხვა. სწორად ორგანიზებული პენალი დაგეხმარება დროის დაზოგვაში და სწრაფად იპოვი სასურველ ნივთს.
 

ველიზე პენლები დიზაინითაც გამოირჩევა, რომელიც შეესაბამება სხვადასხვა გემოვნებასა და პრეფერენციას. აქ მულტფილმის პერსონაჟების, სუპერგმირების, პრინცესების, ყვავილოვანი პრინტით, აბსტრაქტულ ხელოვნების, ცხოველებისა, ინსპირაციულ გამონათქვამებისა და მანქანების გამოსახულებებით ნახავ. ზოგიერთი მათგანი განკუთვნილია მხოლოდ ფუნჯებისთვის მაგ.: Santi-ის არჩევანი, ან მრავალი სასკოლო ნივთის ერთად შესანახად.
 

თითოეული მათგანი კომპაქტური და ადვილად სატარებელი და არ იკავებს დიდ ადგილს სკოლის ჩანთებში. ეს პორტატული მახასიათებელი განსაკუთრებით მოსახერხებელია მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ სხვადასხვა წიგნების და მასალების ტარება.
 

ყოველდღიური გამოყენებისთვის პროდუქტის მასალის გამძლეობა მნიშნელოვანია. ველიზე პენლები ამ მხრივაც გამოირჩევა და დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიესტერისა და ნეილონისგან. Kikkerland-ის ეს პენალი კი, რკინისა და ხის შესანიშნავ კომბინაციას ქმნის და მისი თავსახური გამოიყენება ტელეფონის დამჭერადაც.


შეიძინე პენლები და სხვა სასკოლო ნივთები ონლაინ

 

თუ სკოლაში წასასვლელად ემზადები ან საკანცელარიო ნივთების განახლება გჭირდება მოემზადე ველისთან ერთად. აქ სხვადასხვა ტიპის პასტელი, კალმების დიდი არჩევანი და ფანქრები დაგხვდება. დაათვალიერე ბლოკნოტები, რომლებიც ყოვეკდღიური დავალებების ჩანიშვნასა და სხვადასხვა ჩანაწერის გაკეთებას გაგიმარტივებს. თუ თავისუფალი დროის გატარებას შემოქმედებით აპირებ ან ხატვის გაკვეთილებისთვის ნივთების მომარაგება გჭირდება - შეარჩიე ფუნჯი ხატვისთვის. საოფისე ინვენტარიდან კი, გადახედე მარკერები & ჰაილაითერები ოფისისთვის, რომლებსაც სკოლაშიც კარგად გამოიყენებ. 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.