თბილისში მიწოდება მომდევნო სამუშაო დღეს
Sencor SHA 9400WH ჰაერის გამწმენდი წმენდს ჰაერს მთლიან ოთახში და უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის მუდმივ მიწოდებას. მოწყობილობა ავტომატურად ამოიცნობს საშიშ მიკრონაწილაკებს და ეფექტურად იჭერს მათ, იონიზაციის ფუნქციის მეშვეობით კი აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს. გათვლილია 50 მ² ფართობზე.
ჰაერის გამწმენდს აქვს რვაეტაპიანი ფილტრაციის სისტემა. HEPA H13 ფილტრი 99.97%-იანი ეფექტურობით იჭერს მტვერს და ბაქტერიებს, ხოლო ნახშირის ფილტრი უზრუნველყოფს უსიამოვნო სუნის გაქრობას. ამის გარდა აქვს ფორმალდეჰიდის საწინააღმდეგო ფილტრი და UV-C გამოსხივება, რომელიც უზრუნველყოფს მიკროორგანიზმების 99.92%-ის განადგურებას როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და ობი. UV-C ნათურების სასიცოცხლო ციკლი 20 000 საათია. Sencor SHA 9400WH აღჭურვილია ფოტოკატალიზური ოქსიდაციის (PCO) ფუნქციით, რაც შესაძლებელს ხდის სუნის მოსაშორებლად ისეთი სპეციფიკური ნივთიერებების დაჟანგვასაც კი, როგორიცაა ჰიდროსულფიდები, ამიაკი, მეთანეთიოლი და სხვა.
ჰაერის გამწმენდს აქვს დაბალი, საშუალო და მაღალი სიჩქარე, რომელთაგანაც სასურველის არჩევა მარტივად შეგიძლიათ. მოწყობილობა აღჭურვილია Auto და Sleep რეჟიმებით. Auto რეჟიმში გამწმენდი ავტომატურად არეგულირებს სიჩქარეს ელექტრო ენერგიის დაზოგვის მიზნით, ხოლო Sleep რეჟიმი უზრუნველოფს უხმაუროდ მუშაობას. 12 საათამდე ავტომატური ტაიმერი დაგეხმარებათ დაპროგრამოთ მოწყობილობა ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით. LCD ეკრანი გიჩვენებთ არჩეულ პარამეტრებს და ჰაერის დაბინძურების დონეს (PM 2.5), ამის გარდა მოწყობილობას აქვს ფილტრის ინდიკატორი, რომელიც შეგახსენებთ თუ როდის არის ფილტრის გამოცვლა საჭირო
Sencor SHA 9400WH ჰაერის გამწმენდის გადაადგილება მარტივად შეგიძლიათ სახელურის მეშვეობით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.