თბილისში მიწოდება 3 საათში
Dyson HP12 ჰაერის გამწმენდი ერთდროულად უზრუნველყოფს ჰაერის გაწმენდას, ოთახის გათბობას და გაგრილებას. მოწყობილობა შექმნილია ისე, რომ შეძლოს სრული ჰაერის ცირკულაცია ოთახში, ეფექტურად წმენდს ჰაერს 81 მ²-მდე ზომის ოთახში, ხოლო ათბობს 35 მ³-მდე ოთახს.
ჰაერის გაწმენდის პროცესში Dyson HP12 იყენებს HEPA H13 ფილტრს და აქტივირებულ ნახშირს, რაც საშუალებას აძლევს აღიქვას და გაფილტროს მტვერი, ბაქტერიები და უსიამოვნო სუნი. HEPA H13 ფილტრი იჭერს 0.1 მიკრონი ზომის ნაწილაკების 99.95%-ს, ფილტრავს ჰაერს მავნე ნაწილაკებისგან და გარეთ გაფილტრულ ჰაერს აბრუნებს. აქტივირებული ნახშირბადის ფილტრი კი აქრობს უსიამოვნი სუნს, ასევე შეუძლია 50%-ით მეტი აზოტის დიოქსიდის შთანთქმა.
Air Multiplier ტექნოლოგია უზრუნველყოფს 290 ლ/წმ-ზე მეტ ჰაერის თანაბარ და ეფექტურ ნაკადს, ხოლო 350° ოსცილაცია - ჰაერის თანაბარ განაწილებას, რაც ზრდის ეფექტურობას და უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის სტაბილურ მიწოდებას. ავტომატურ რეჟიმში მოწყობილობა ავტომატურად ამოიცნობს ჰაერის დაბინძურებას და შესაბამისად არეგულირებს ჰაერის ნაკადს.
ჰაერის დამატენიანებელის LCD ეკრანი და MyDyson™ აპლიკაცია გაცნობებთ, როდის არის საჭირო HEPA+K-Carbon ფილტრის შეცვლა. მოწყობილობის მართვა შესაძლებელია როგორც დისტანციური პულტით, ასევე MyDyson აპლიკაციის გამოყენებით. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერი ადგილიდან აკონტროლოთ თქვენი სახლის ჰაერის ხარისხი, ასევე მართოთ ჰაერის გამწმენდი Google, Alexa და Siri ხმოვანი ასისტენტებით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.