კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Uni POSCA, 8.0 სახატავი მარკერი, მეტალიკი იისფერიUni POSCA, 8.0 სახატავი მარკერი, მეტალიკი იისფერი
Uni POSCA, 8.0 სახატავი მარკერი, მეტალიკი იისფერი

უფასო მიწოდება

16.00
Uni POSCA, 8.0 სახატავი მარკერი, მეტალიკი იისფერი  uni posca, 8.0 sakhaTavi markeri, meTaliki iisferi - ვარიაცია 1 Uni POSCA, 8.0 სახატავი მარკერი, მეტალიკი იისფერი  uni posca, 8.0 sakhaTavi markeri, meTaliki iisferi - ვარიაცია 1
Uni POSCA, 8.0 სახატავი მარკერი, მეტალიკი იისფერი  uni posca, 8.0 sakhaTavi markeri, meTaliki iisferi - ვარიაცია 2 Uni POSCA, 8.0 სახატავი მარკერი, მეტალიკი იისფერი  uni posca, 8.0 sakhaTavi markeri, meTaliki iisferi - ვარიაცია 2

Uni POSCA, 8.0 სახატავი მარკერი, მეტალიკი იისფერი

ID: 4902778113677

• წყალზე დაფუძნებული მეტალიკი იისფერი სახატავი მარკერი ფართო თავით.


• წვერის ზომა უზრუნველყოფს მრავალმხრივი გამოყენების თავისუფლებას.


• მარკერს აქვს მრგვალი ფორმის ტანი ხელში მარტივად დასაჭერად.


• გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირებზე: ხე, ქსოვილი, მუყაო, მეტალი, მინა, ქვა, პლასტმასა, კერამიკა.


• სრულიად გაუმჭვირვალე, გლუვი (matt) ფერი.


• შრება ძალიან მალე.

16.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Uni POSCA, 8.0 სახატავი მარკერი, მეტალიკი იისფერი

POSCA შეიცავს წყალზე დაფუძნებულ პიგმენტურ მელანს, რომელიც არის წყალგამძლე და გამოიყენება თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე. მყარად რჩება ფოროვან ზედაპირებზე (ხე, მუყაო, ქსოვილი და სხვა) და წაშლადია უმეტესი გლუვი, არაფოროვანი მასალების ზედაპირიდან (მინა, პლასტმასა, მეტალი და სხვა). შესანიშნავია მრავალმხრივი  გამოყენებისთვის. POSCA-ს ასორტიმენტი მოიცავს ხუთ ფორმასა და რვა სახის სხვადასხვა წვერის მოყვანილობას.

 

მარკერს ფართო PC-8K წვერით შეუძლია არა მხოლოდ მკაფიო ხაზების დახატვა გრაფიკული კალიგრაფიის ეფექტით; მას ასევე შეუძლია ფართო ადგილების შეღებვა. ჩვეულებრივი ფართო ღერძიანი მარკერებისგან განსხვავებით, წვერი შეიძლება მოიხსნას და გაირეცხოს, თუ ის დალაქავდება ან გაშრება. მარკერის კიდევ უფრო ხანგრძლივად გამოყენებისთვის, შესაძლებელია წვერის ახლით შეცვლაც.

 

გამოყენებული მასალების ძალიან მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს ხაზის იდეალურ სიგლუვესა და უნიკალურობას. მყარი ტექსტურის უზრუნველსაყოფად, მარკერის შიგნით მოთავსებულია პატარა ბურთულა, რათა საღებავის ინგრედიენტები უკეთესად შეერიოს ერთმანეთს. უბრალოდ შეანჯღრიეთ მარკერი ენერგიულად (თავსახურით) და  გაიგონებთ მის დამახასიათებელ წკაპუნს. არ აქვს სუნი. ჰერმეტული თავსახური კი უზრუნველყოფს მარკერის ხანგრძლივ გამოყენებას. 

 

PC-8K ხელმისაწვდომია 33 ფერში.

Uni POSCA

1948 წელს ტოკიოში Uni Mitsubishi Pencil დაარსდა, რომელიც განსაკუთრებულ, იაპონურ ტრადიციულ ფანქრებს აწარმოებდა და ყიდდა. თითქმის საუკუნის შემდეგ, 1983 წელს Uni Mitsubishi Pencil-მა შექმნა POSCA - რევოლუციური მარკერი. სწორედ აქედან იწყება წყალზე დაფუძნებული მარკერის წარმატების ისტორია. მარკერი განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა ურბანული ხელოვნებით, გრაფიტით გატაცებულთათვის. გრაფიტის მხატვრებმა ძალიან მალე დაიწყეს მარკერის გამოყენება, რომელიც აკმაყოფილებდა მათ ყველა საჭიროებას: გამოსაყენებლად მოსახერხებელი და ეფექტური; იდეალური გადაწყვეტა, რომ  ყოველთვის ქონოდათ საღებავი ჯიბეში, როცა კი  ქუჩაში ხატვა და შემოქმედების საზოგადოებისთვის გაზიარება მოუნდებოდათ. სწორედ მათ მოუპოვეს POSCA-ს მარკერებს რეალური პოპულარობა, რომელიც თანდათან ურბანული სივრცის მიღმაც გავრცელდა. სტუდიის არტისტებმაც დაიწყეს გარეთ გასვლა და საკუთარი ძალების მოსინჯვა ქუჩის ხელოვნებაში, ხოლო გრაფიტის მხატვრებმა დაიწყეს ტილოზე მუშაობა. ეს გაცვლები მხატვრულ საზოგადოებებს შორის POSCA-ს უნივერსალურ სანდოობას ადასტურებს, რისი მეშვეობითაც კომპანია ისევ აგრძელებს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და სხვადასხვა სფეროებში თავისი პროდუქციის დანერგვას. სულ რაღაც 10 წელში, POSCA ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი პროდუქტი გახდა კრაფტისა და ხელოვნებისთვის; გაიფართოვა საზღვრები და ქუჩის ხელოვნების შემდეგ სერფინგის სამყაროსაც მოედო (Rip Curl GromSearch). სერფინგით გატაცებულები ძველ, ტომურ სულისკვეთებას დაუბრუნდნენ და POSCA-ს მარკერებით დაფების მოხატვა დაიწყეს - ზუსტად ისე, როგორც სერფინგის პიონერები აკეთებდნენ ტალღების დასამარცხებლად.

 

POSCA-ს შეუდარებელი მელანი, რომლის ფორმულაც არ შეცვლილა შექმნის დღიდან, მდიდარია პიგმენტებით და გამძლეა ატმოსფერული პირობებისა და დროის მიმართ. მის ნათელ, მატ ფერებს დიდი სიღრმე აქვს, რაც ადასტურებს თუ რატომ იზრდება მისი წარმატება დღითიდღე.

 

2011 წელს POSCA-ამ არხიც შექმნა YouTube-ზე, სადაც პროფესიონალები თუ მოყვარულები თავიანთ შემოქმედებით გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს უმარტივესი ფორმებიდან დაწყებული  ყველაზე გაბედული და თამამი იდეების განხორციელებით დამთავრებული.

 

POSCA-მ თავისი ფერებით, გამძლეობითა და მოსახერხებლობით სამყარო გააერთიანა და კიდევ განაგრძობს ზრდასა და განვითარებას.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ფერიმეტალიკი იისფერი
  • ბრენდიPOSCA
  • ბრენდის წარმომავლობაიაპონია
  • დანიშნულებამყარი ზედაპირებისთვის, ქსოვილისთვის
  • წვერის სისქე8.0
  • რაოდენობა შეფუთვაში1
  • ფერების რაოდენობა1
  • პროდუქტის ტიპიმარკერი & ფლომასტერი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.