უფასო მიწოდება
Samsung-ის უახლესი სმარტფონი Galaxy S25+ კიდევ უფრო ჭკვიანი და დახვეწილი Galaxy AI-თ, ენერგოეფექტური ბატარეით, სამმაგი კამერით და საუცხოო გამოსახულებით. 1440 x 3120 გაფართოების მქონე Dynamic LTPO AMOLED 2X ეკრანი საუცხოო კონტრასტით აჩვენებს გამოსახულებას, ნებისმიერი დახრილობის კუთხიდან. ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz-ია, რაც გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 120 Hz კი უზრუნველყოფს სქროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას. რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.
სმარტფონის კორპუსს IP68 რეიტინგი, რაც ნიშნავს რომ სმარტფონის გამოყენებას შეძლებთ წვიმაში, ნესტში და 30 წუთის განმავლობაში, 1.5 მეტრამდე წყალქვეშაც კი. ასევე აღჭურვილია დამცავი ფენით, ალუმინის ჩარჩოთი და Gorilla Glass Victus 2 მინით, რომელიც მდგრადია დაცემისა და ნაკაწრებისადმი.
Samsung Galaxy S25+-ის სამმაგი კამერით საოცარი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება შეგიძლიათ. უბრალოდ აირჩიეთ სასურველი კადრი, იპოვეთ თქვენი კუთხე და გადაიღეთ ყველაფერი უნიკალური სელფებიდან დაწყებული ღამის ჰიპერლაფსის მომხიბვლელ კადრებამდე. ძირითად კამერას აქვს ავტომატური ფოკუსირება, ოპტიკური ზუმი და ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS), რომელიც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში, მოძრაობისას კადრი არ ირხევა. Flex კამერა Galaxy AI-სთან ერთად ფოტოს საუკეთესო რაკურსს თვითონ შეარჩევს.
Qualcomm SM8750-AB Snapdragon 8 Elite 8 ბირთვიან პროცესორს აქვს ძლიერი წარმადობა, თამაშისა და სხვა ოპერაციების შესრულებისას მუშაობას არ ანელებს.
ძლიერი ბატარეა მთელი დღე, სრული დატვირთვით, მუშაობის საშუალებას იძლევა. სმარტფონს აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი, 45 W სიმძლავრით, 0-65%-მდე 30 წუთში დაიმუხტება. ასევე აქვს უსადენო დატენვის და ენერგიის უსადენოდ გაზიარების ფუნქციები. ენერგოეფექტური ბატარეას შეუძლია უზრუნველყოს 30 საათიანი ვიდეოს ყურების დრო.
სმარტფონი მარტივად შეგიძლიათ დაუკავშიროთ ყურსასმენებს, პორტატულ დინამიკებს და უსმინოთ მუსიკას მთელი დღის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ მუდმივად იყოთ დაკავშირებული სახლის სმარტ გაჯეტებთან.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.