უფასო მიწოდება
Milan, 1918 series, კლასიკური ზურგჩანთა
ზომა: 41 x 30 x 18 სმ
მოცულობა: 22 ლ
მასალა: პოლიესტერი
Milan, 1918 series, კლასიკური ზურგჩანთის დიზაინი შთაგონებულია Milan-ის ორიგინალი საშლელის ფერებით, რომელიც იწარმოება ესპანეთში 1918 წლიდან. ზურგჩანთას აქვს ორი ელვაშესაკრავი. დიდ ჯიბეს აქვს ლეპტოპის სათავსოც. წინა პატარა ჯიბის ელვა შესაკრავზე გამოსახულია ბრენდის ორიგინალი საშლელის სიმბოლო. ზურგჩანთა დამზადებულია რიპსტოპის მასალისგან, რომელიც გამძლეა გახევისა და სხვა დაზიანებების მიმართ. ზურგჩანთას აქვს რბილი უკანა ნაწილი, რათა ზურგი იყოს რბილად და კომფორტულად. ჩანთას აქვს რეგულირებადი სახელურები.
Milan-ის ისტორია 1920-იანი წლების ესპანეთში იმ საშლელით იწყება, რომელიც დღეს კომპანიის სავიზიტო ბარათია. თუმცა მას შემდეგ ბრენდმა თავისი პორტფოლიო გაცილებით გააფართოვა და დღეს საშლელების, სათლელების, ფანქრების, კალმების, პასტელებისა და სხვა უამრავი საკანცელარიო ნივთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელია. მილანის წარმატების მიზეზი ის ხარისხია, რომელსაც მომხმარებელი მათი ყოველი ნივთის შეძენისას ხედავს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.