ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
სპაიდერმენის კონსოლში გაერთიანებულია 150 საუკეთესო ვიდეო თამაში, მათ შორის 10 სპაიდერმენის.
ეკრანის ზომა: 4.5 სმ LCD
მასალა: პლასტმასა
ასაკი: 6+
არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
Lexibook-ის კლასიკური და ელეგანტური დიზაინი ჯიბის კონსოლში! მისი კომპაქტურობის გამო შეგიძლიათ ყველგან თან ატაროთ. მისი ზღაპრული LCD-ის 4.5 სმ-ანი ფერადი ეკრანით, ღილაკებით და რეგულირებადი ხმის საშუალებით, ის უზრუნველყოფს ოპტიმალურ სათამაშო გარემოს. სათამაშო კონსოლი 150 მზა თამაშით, მათ შორის 10 სპაიდერმენის, სადაც გაერთიანებულია სპორტი, ქმედება, რბოლა, ლოგიკური თამაშები…
გადადით მთავარ მენიუში; აირჩიეთ თქვენი საყვარელი თამაშები და დააჭირეთ დაწყებას! დაამტვრიეთ აგური, გაექეცით სახიფათო ზონებს, გაიტანე გოლები და მოიგეთ ველური რბოლები! გართობის საათები ყველასთვის, ყველაზე ახალგაზრდადან დაწყებული რეტრო თამაშებისადმი ნოსტალგიურად განწყობილ მოთამაშეებამდე.
კონსოლს მოჰყვება სათამაშო ინსტრუქცია.
Lexibook ევროპული ლიდერი ელექტრონული პროდუქტების წარმოებაში, მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს ელექტრო მოწყობილობების, ელექტრონული სათამაშოებისა და თამაშების სახით სთავაზობს. კომპანია, რომელიც 1993 წელს შეიქმნა, დღეს ბაზარზე მსოფლიოს 41 ქვეყანაში, 100 სავაჭრო ნიშნის მფლობელია (iParty, Chessman, Spy Move, Move Cam, Cyber Arcade, Serenity).
Lexibook-ის წარმატება განპირობებულია სტრატეგიით, რომელიც სოლიდურ, საერთაშორისო და ხშირად ექსკლუზიურ ლიცენზიებს აერთიანებს (Barbie, Spiderman, Noddy, Disney ...), ასევე ელექტრონული კომპონენტის მაღალი ღირებულების პროდუქტებს (საგანმანათლებლო კომპიუტერები, ტელევიზორები). ეს სტრატეგია, რომელიც ნიშის პოლიტიკით და მუდმივი ინოვაციებითაა გაჯერებული, კომპანიის საერთაშორისო ზრდის შესაძლებლობას და ჯგუფის სავაჭრო ნიშნების ქვეშ პროდუქციის ასორტიმენტის განვითარების საშუალებას იძლევა. კატალოგის პროდუქტების მესამედი ყოველწლიურად ნახლდება. ასევე, მუდმივი მოთხოვნა ხარისხზე ამ უწყვეტი წარმატების კომპონენტია. კომპანიამ 25 მილიონზე მეტი პროდუქტი აწარმოა და დღეს ის პროდუქტს ყოველ 5 წამში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის.