უფასო მიწოდება
L’Atelier du Vin
შამპანურის ფუჟერი
ნივთის ზომა: 22.3 X 5.5 სმ
მოცულობა: 160 მლ
მასალა: კრისტალურად დამუშავებული მინა
რაოდენობა შეფუთვაში: 2 ცალი
რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა
L’Atelier du Vin, ფუჯერის მომრგვალებული და ელეგანტური ფორმები სრულყოფილად ხსნის ნებისმიერი სახის სასმლის სურნელს და იდეალურია საყვარელი სასმლის არომატის შესაგრძნობად. ჭიქა დამზადებულია მაღალი ხარისხის კრისტალურად დამუშავებული მინისგან, რომელსაც ეწოდება Krysta. აქვს განიერი ზედაპირით. გამჭვირვალეა, არ შეიცავს ტყვიას და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს თავდაპირველ ბრწყინვალებას. ჭიქა 30%-ით უფრო გამძლეა ტრანსპორტირების, შენახვის, გარეცხვის და გაპრიალების დროს, ვიდრე სხვა მასალისგან დამზადებული პროდუქცია.
L’Atelier du Vin-ი – წამყვანი ფრანგული ბრენდი, რომელიც აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ღვინის აქსესუარებს 1926 წლიდან. ერთ დროს მცირე საოჯახო ბიზნესი დღეს უკვე ღვინის მრავალფეროვან აქსესუარებს წარმოადგენს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. L’Atelier du Vin-ის ხელწერა ფრანგული ხარისხი და ბრწყინვალებაა, რომელიც აქსესუარების ჰარმონიული სტილით, მაღალი ხარისხის მასალებითა და ერგონომიული დიზაინით გამოიხატება. ავთენტური პროდუქცია, რომელიც მოიცავს ღვინის ბოთლის გასახსნელებს, აერატორებსა და სხვა, წარმოდგენილია ისეთი მახასიათებლებით, რომლებიც ღვინის დაგემოვნებას უფრო სასიამოვნოს ხდის და მდიდარი შეგრძნებებით უზრუნველყოფს. თითოეული პროდუქტი შთაგონებულია L’Atelier du Vin-ის საოჯახო ვენახებით. ბრენდი მუდმივად ზრუნავს, რომ პროდუქცია მაქსიმალურად იყოს მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებზე, ამისთვის, ის რეგულარულად იკვლევს მეღვინეებისა და ღვინის სპეციალისტების აზრს.