უფასო მიწოდება
Klein
სათამაშო ჭურჭლის ნაკრები 4 ადამიანისთვის.
მასალა: ბიოპლასტმასა
რაოდენობა შეფუთვაში: 34 ცალი
ასაკი: 2+
Klein-ის საბავშვო ფერადი ჭურჭელი, 34 აქსესუარით, რომელიც განკუთვნილია 4 ადამიანისთვის. ნაკრებში შედის თეფშები, დანაჩანგალი, თასი სახურავით და რძის ქილა დამზადებულია განახლებადი, მაღალი ხარისხის ბიოპლასტმასის მასალისგან. ჭურჭელი გამძლეა, მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ფერადი ვიზუალით და შექმნილია ბავშვებისთვის. ის მხიარულებას ანიჭებს ყველა პატარას და სახალისო გზით კომუნიკაციის უნარსა და წარმოსახვას უვითარებს.
Klein სათამაშოების მწარმოებელი გერმანული ბრენდია, რომელიც დაარსდა 1949 წელს და საქმიანობა ცოცხების და ჯაგრისების წარმოებით დაიწყო. Klein-ის სათამაშოებში ყურადღება გამახვილებულია ბავშვებში სოციალურ, პრაქტიკული და კოგნიტური უნარების განვითარებაზე. კომპანიაში სათამაშოს იდეა და კონცეპტუალური დიზაინი მშობლებთან და საგანმანათლებლო სექტორთან ერთად განიხილება და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით იქნება. კომპანიისთვის პრიორიტეტულია პროდუქციის უსაფრთხოება, ამიტომ ნივთი მიმოქცევაში ჩაშვებამდე გადის ტესტირებას უსაფრთხოებაზე EN71 რეგულაციის შესაბამისად. ტესტირება ტარდება რეგულარულად.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით.
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.