უფასო მიწოდება
გახდით უფრო მეტად შემოქმედებითი Play-doh-თან ერთად! Play-doh წარმოგიდგენთ მაღალი ხარისხის პლასტილინების მრავალფეროვან არჩევანს, სადაც აღმოაჩენთ განსხვავებული ფერების, ფორმებისა და თემატიკის საძერწ ნაკრებებს.
მასალა: პლასტმასა, პლასტილინი
ასაკი: 3+
არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
გახდით უფრო მეტად შემოქმედებითი Play-doh-თან ერთად! Play-doh წარმოგიდგენთ მაღალი ხარისხის პლასტილინების მრავალფეროვან არჩევანს, სადაც აღმოაჩენთ განსხვავებული ფერების, ფორმებისა და თემატიკის საძერწ ნაკრებებს. მოიწვიეთ მეგობრები უგემრიელეს და კრეატიულ ბურგერებზე! შექმენით ჰამბურგერები, ჰოთ-დოგები გრილზე. გრილის აქსესუარი წარმოდგენილია ჰამბურგერის ინგრედიენტების დასამზადებელი ფორმებით. ცომისთვის განკუთვნილი პლასტილინი მართლაც რეალურს ჰგავს. გარდა ამისა, გარნირად კარტოფილი ფრიც შეგიძლიათ დაამზადოთ – ნაკრებში შედის სპეციალური აქსესუარი, რომლის მეშვეობითაც შექმნით ფრის ფორმის პლასტილინებს. ასე, თქვენი კერძი შესაბამისი აქსესუარის დახმარებით შეგიძლიათ მორთოთ “კეტჩუპით” ან “მდოგვით”.
მახასიათებლები:
ამ ნაკრებით გამოძერწავთ ჰამბურგერებს, ჰოთ-დოგებს და კარტოფილ ფრის ნაკრებში შედის: ბარბექიუს აქსესუარი, პლასტილინის გასაბრტყელებელი, პლასტილინის ფორმების გამოსაყვანი აქსესუარები, პლასტილინის დანა, სამზარეულოს ნიჩაბი, ორი თეფში, 5 პლასტილინი ბარბექიუს აქსესუარზე წარმოდგენილია სხვადასხვა ინგრედიენტების გამოსაყვანი ფორმები ( სალათის ფოთლის, ხორცის, ბურგერის ცომის ა.შ.
მარტივი და კომფორტული გამოსაყენებელია ბავშვისთვის;
დამზადებულია უსაფრთხო, არამომწამვლელი მასალებისგან;
შეესაბამება სახელოვნებო მასალების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს ASTM D-4236-ს;
ხელს უწყობს ბავშვის მოტორული და შემოქმედებით უნარების განვითარებასა და როლურ თამაშს.
Hasbro – ამერიკული წარმოშობის საერთაშორისო ლიდერი კომპანიაა, რომელიც სათამაშოებსა და გასართობ საშუალებებს აწარმოებს. Hasbro-ს სათამაშოები, სამაგიდო და ციფრული თამაშები – დაკავშირებულია ისეთ პოპულარულ და ყველასათვის საყვარელ ბრენდებთან, როგორიცაა: Nerf-ი, Transformers-ი, Marvel-ი, Disney Princess-ი, Star Wars-ი, Monopoly, Power Rangers-ი, My Little Pony, Play-Doh-ი, Baby Alive და სხვა. ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქცია მას ბავშვებისა და მშობლების საყვარელ ბრენდად აქცევს. პროდუქციის უსაფრთხოება Hasbro-სთვის, როგორც ბავშვებზე ორიენტირებული ბრენდისთვის, უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, მისი თითოეული პროდუქტი მკაცრად მოწმდება არამხოლოდ საკუთარი, არამედ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. Hasbro ზრუნავს არა მხოლოდ ბავშვების გართობაზე, არამედ მათთვის უკეთესი სამყაროს შექმნაზეც და ქველმოქმედებით, მოხალისეობრივი საქმიანობითა და შემოწირულობებით უკვე მილიონობით ბავშვის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ.