ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
GAIAM, FILA, პიკბოლის ნაკრები დამწყებთათვის
ნაკრები, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენი ვარჯიშისა თუ გართობის განუყოფელი ნაწილი.
ბრენდი GAIAM, როგორც ცნობილია აერთიანებს განსხვავებული ორიენტაციის სპორტის სხვადსხვა მიმართულებას. კერძოდ, GAIAM, რომელიც ორიენტირებულია იოგაზე, Gaiam Restore, რომელიც ველნესზეა ორიენტირებული და SPRI, რომელიც ფიტნესის მიმართულებას მოიცავს. თითოეული მათგანი საკუთარი პროდუქციის სრუყოფისა და მრავალფეროვნების მიზნით კოლაბრაციაში შედის წამყვან ბრენდებთან, რომელთა შორისაცაა FILA.
აღნიშნული ბრენდი ერთ-ერთი ლიდერია სპორტული ტანისამოსისა და აქსესუარების წარმოებაში. FILA-მ თავდაპირველი ყურადღება მიიპყრო ჩოგბურთისათვის განკუთვნილი სპორტული ტანისამოსით 1970-იან წლებში, მას შემდეგ კი გააფართოვა სპორტული დიზაინის დიაპაზონი და მოიცვა სპორტისა და ფიტნესის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის იოგაც. ერთობლივი მუშაობით GAIAM-მა და FILA-მ შექმნეს დახვეწილი და კომფორტული პროდუქცია ფიტნესისა და იოგას მიმართულებით. მოცემული კოლაბორაციული კოლექციის შეძენას კი ჩვენთან შეძლებთ.