კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Farmina Vet Life, კატის ვეტერინარული მშრალი საკვები, ულტრაჰიპოალერგიული, 2 კგFarmina Vet Life, კატის ვეტერინარული მშრალი საკვები, ულტრაჰიპოალერგიული, 2 კგ
Farmina Vet Life, კატის ვეტერინარული მშრალი საკვები, ულტრაჰიპოალერგიული, 2 კგ

უფასო მიწოდება

102.00
Farmina Vet Life, კატის ვეტერინარული მშრალი საკვები, ულტრაჰიპოალერგიული, 2 კგ  farmina vet life, kaTis veTerinaruli mshrali sakvebi, ulTrahipoalergiuli, 2 kg - ვარიაცია 1 Farmina Vet Life, კატის ვეტერინარული მშრალი საკვები, ულტრაჰიპოალერგიული, 2 კგ  farmina vet life, kaTis veTerinaruli mshrali sakvebi, ulTrahipoalergiuli, 2 kg - ვარიაცია 1

Farmina Vet Life, კატის ვეტერინარული მშრალი საკვები, ულტრაჰიპოალერგიული, 2 კგ

ID: 8010276022523

Farmina


Farmina, Vet Life ჰიპერპრემიუმ, 100% ნატურალური ვეტერინარული ხაზია. აღნიშნული პროდუქტი ამცირებს ინგრედიენტების მიმართ არატოლერანტულობას, დერმატიტის და თმის ჭარბი ცვენის დროს, ხელს უწყობს კანის სწორ ფუნქციონირებას და აქვს ელიმინაციური დიეტის ფუნქციაც.


წონა: 2 კგ

102.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Farmina Vet Life, კატის ვეტერინარული მშრალი საკვები, ულტრაჰიპოალერგიული, 2 კგ

გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარის მოსაზრების მოსმენა. გამოყენების რეკომენდებული დრო: 3-დან 8 კვირამდე. ინგრედიენტებზე არატოლერანტულობის პრობლემისას, თუ არატოლერანტულობის ნიშნები გაქრება, ეს საკვები შეგიძლიათ განუსაზღვრელი დროით გამოიყენოთ. დერმატიტის და ბეწვის ჭარბი ცვენის დროს, კანის ფუნქციონირების აღსადგენად, გამოიყენეთ 2 თვემდე. მიართვით საკვები არსებულ ფორმაში და გაითვალისწინეთ ცხრილში მოცემული დოზები. შეფუთვაზე თანდართულ განრიგში მოცემული დღიური რაოდენობა მხოლოდ საორიენტაციოა და შესაძლებელია მისი ცვლილება ჯიშის, გარემოს, ფიზიკური დატვირთვის, ტემპერამენტის და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. რაციონი დღის განმავლობაში შესაძლოა დაიყოს ორ ან მეტ ნაწილად. რეკომენდებულია, თავდაპირველად, ახალი საკვების შერევა მანამდე გამოყენებულ კვებასთან. სუფთა წყალი ცხოველისთვის მუდამ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, დახურულ შეფუთვაში. წონა ნეტო, ვარგისიანობის ვადა, წარმოებული პარტიის კოდი, საწარმოს რეგისტრაციის ნომერი: იხილეთ შეფუთვის უკანა მხარეს.

შემადგელობა

ჰიდროლიზებული თევზის ცილა, ბრინჯის სახამებელი, თევზის ცხიმი, კალციუმის კარბონატი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები (0.6%), კალიუმის ქლორიდი, კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, კალციუმის მონოჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი. ცილის წყარო: ჰიდროლიზებული თევზის ცილა. ნახშირწყლების წყაროები: ბრინჯის სახამებელი. დანამატები თითო კილოგრამზე - საკვები დანამატები: ვიტამინი A 22000IU; ვიტამინი D3 1500IU; ვიტამინი E 600მგ; ვიტამინი C 300მგ; ნიაცინი 150მგ; კალციუმი D-პანტოთენატი 50მგ; ვიტამინი B2 20მგ; ვიტამინი B6 8.1მგ; ვიტამინი B1 10მგ; ბიოტინი 1.5მგ; ფოლიუმის მჟავა 1.5მგ; ვიტამინი B12 0.1მგ; ქოლინის ქლორიდი 2500მგ; ბეტა-კაროტინი 5მგ; თუთია (თუთიის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი): 130.5მგ; მანგანუმი (მანგანუმის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი): 65.5; (რკინა, რკინა (II), გლიცინის ჰიდრატის ქელატი): 43.1მგ; სპილენძი (სპილენძის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი): 10.8მგ; სელენი (სელენიზირებული ინაქტივირებული საფუარი): 0.04400მგ; იოდი (კალციუმის იოდატის ანჰიდრატი): 1.56მგ; DL- მეთიონინი, ტექნიკურად სუფთა 5000მგ; ტაურინი 3000მგ; L- კარნიტინი 300მგ. ტექნოლოგიური დანამატები: მიკროკრისტალური ცელულოზა. ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთიდან 10 მგ. ანალიტიკური კომპონენტები: ნედლი ცილა 28.00%; ნედლი ცხიმი 11.00%; ნედლი ბოჭკო 1.80%; ნედლი მინერალები 7.10%; კალციუმი 1.00%; ფოსფორი 0.80%; ნატრიუმი 0.80%; კალიუმი 0.60%; მაგნიუმი 0.06%; ომეგა -3 1.70%; ომეგა -6 0.50%; EPA 0.50%; DHA 0.70%. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ყველა საკონტროლო ტესტირება. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. წონა ნეტო, ვარგისიანობის ვადა, წარმოებული პარტიის კოდი, საწარმოს რეგისტრაციის ნომერი: იხილეთ შეფუთვის უკანა მხარეს. 100% გარანტია. თქვენი, ან თქვენი ცხოველის უკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ: იმპორტიორი შპს “ფარმინა საქართველო”; კონტაქტი: [email protected] ენერგეტიკული ღირებულება: M.E. (CEN) 3745კკალ/კგ - 15.67 მჯ/კგ.

Farmina

Farmina იტალიური, ნუტრიციული კომპანიაა, ცხოველის საკვების წარმოების 50 წლიანი გამოცდილებითა და 60-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტით.
Farmina-ს ყველა ჰიპერპრემიუმ კლასის პროდუქტი 100%-ით ნატურალური და არაგენმოდიფიცირებულია. Farmina-ს არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებს. თითოეული გამოყენებული ნედლეული მოპოვებულია ფრთხილად შერჩეული და სერთიფიცირებული, საუკეთესო ხარისხის მეურნეობებიდან.
Farmina გამორჩეულია როგორც წარმოების უნიკალური ტექნოლოგიით (ორხრახნიანი ექსტრუდერი, წივი დაწნეხვის ტექნოლოგია, შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში და ზუსტად დროული მიწოდება), ასევე საკუთარი პასუხისმგებლობით გარემოს მიმართ (Farmina არ იყენებს BPA-ს (სამრეწველო ქიმიკატებს), მოიხმარს მხოლოდ გადამუშავებულ ქილებს (სველ კვებაში) და სატყეო რესურსის მდგრადი მართვით წარმოებულ ქაღალდს).
Farmina-ს საკვები ფორმულების შექმნაზე მუშაობს Farmina Vet Research: პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც აქვთ უმაღლესი დონის ექსპერტთა კვალიფიკაცია ნუტრიციოლოგიის, ვეტერინარიისა და საკვების ფორმულების შემუშავების დარგში. აღნიშნული გუნდი მუდმივად მუშაობს კვლევებზე, ფედერიკო II-ის სახელობის, ნეაპოლის უნივერსტეტის, ცხოველთა ნუტრიციულ კათედრასთან ერთად.
Farmina-ს კომპანიონ ცხოველებზე განხორციელებული ყველა კვლევა ტარდება Cruelty free მიდგომით. Farmina არის პირველი, რევოლუციური კომპანია, რომელმაც შექმნა და დანერგა კომპანიონი ცხოველების ნუტრიციული კონსულტაცია და რომელიც არის სრულიად უფასო Farmina-ს ყველა მომხმარებლისთვის.
Farmina Academy-ს მიერ სერთიფიცირებული ნუტრიციოლოგ-კონსულტანტის მუდმივი მხარდაჭერა შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოშიც.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • საკვების წონა2 კგ
  • კვების რეჟიმიგამწმენდი დიეტა
  • ცხოველის ასაკიზრდასრული
  • ბრენდიFarmina
  • ბრენდის წარმომავლობაიტალია


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.