უფასო მიწოდება
ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
ლეო და ლორა საბავშვო ბაღში მამასთან ერთად მიდიან.
ნივთის ზომა: 51 x 36 x 2.4 სმ
ასაკი: 4+
არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
Beleduc-ის ნაკრები, ლეო და ლორა საბავშვო ბაღში მამასთან ერთად მიდიან. იქამდე მისასვლელი მრავალი გზა არსებობს, მაგრამ რომელია ყველაზე უსაფრთხო? დილით ქუჩებში უამრავი მანქანა, ველოსიპედისტი და ფეხით მოსიარულე დადის. ავარიის თავიდან ასაცილებლად ყველამ გარკვეული წესები უნდა დაიცვას. თამაშისას ბავშვები ისწავლიან, როგორ მოიქცნენ ქვეითთა გადასასვლელებზე და დიდ გზაჯვარედინებზე. ფრთხილად! ერთი შეხედვით უმოკლესი გზა საუკეთესოდ შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ ხშირად ის ყველაზე საშიშია.
სამაგიდო თამაშები ბავშვებში ხელს უწყობს მსჯელობის, ლოგიკის, მეხსიერების განვითარებასა და გაუმჯობესებას. ასევე უზრუნველყოფს სოციალურ-ემოციურ განვითარებას.
Beleduc საოჯახო ბიზნესია, რომელსაც 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო სათამაშოების ინდუსტრიაში. ბელედუკის ფილოსოფიაა: ბავშვები არ თამაშობენ იმისთვის, რომ ისწავლონ, ისინი სწავლობენ იმიტომ, რომ ითამაშონ.