თბილისში მიწოდება 3 საათში
მშრალი საკვები ლეკვებისთვის, ინდაურის ხორცითა და თევზით
არომატი: ინდაური, თევზი
წონა: 9 კგ
ასაკი: ლეკვი
Alpha Spirit-ის მშრალი საკვები განკუთვნილია ყველა ჯიშის 2-დან 12 თვემდე ლეკვებისთვის. საკვები დამზადებულია ნედლი ინდაურისა და თევზის ხორცისგან. 1კგ საკვების დასამზადებლად გამოყენებულია 2კგ ნედლი ხორცი და 0.5 ნედლი თევზი. არ შეიცავს გლუტენს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
Alpha Spirit-ის მშრალი საკვების მნიშვნელობა ლეკვებისთვის:
ნატურალური ინგრედიენტები: დამზადებულია ნედლი ინდაურის ხორცისა და თევზისგან. არ შეიცავს მარცვლეულს, გლუტენს, ფქვილს და არ აქვს დამატებული ცხიმი. საკვები დამზადებულია დაბალ ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქტში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას.
მაღალი კვებითი ღირებულება: ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები იდეალურია თქვენი ლეკვის ყოველდღიური რაციონისთვის, რადგან უზრუნველყოფს მათ ენერგიით, ხელს უწყობს ჯანმრთელობას და ასევე ეხმარება ბეწვის სიჯანსაღისა და ბზინვარების შენარჩუნებაში.
დაბალანსებული კვება: ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ საკვებს აქვს მარტივად მოსანელებელი და ასათვისებელი ტექსტურა, რაც იდეალურია ნებისმიერი ჯიშის ლეკვისთვის და უზრუნველყოფს დაბალანსებულ, ჯანსაღ კვებას.

მნიშვნელოვანია რომ თქვენს ძაღლს ყოველთვის ჰქონდეს წვდომა სუფთა და ახლადგამოცვლილ წყალთან.
შემადგენლობა: ნედლი ინგრედიენტები: 35% ნედლი ინდაურის ხორცი, 20% ნედლი მთლიანი თევზი, 15% ნედლი ღორის ხორცი, 10% ნედლი იხვი, 5% ქათმის ღვიძლი.
დამატებითი ინგრედიენტები: ჰიდროლიზებული სახამებელი, მცენარეული გლიცერინი, კვერცხი, ჭარხლის ბოჭკო, ლუდის საფუარი, ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, ვაშლი, ქინძი, ქონდარი, კურკუმა.
დამატებითი ინფორმაცია:
პროდუქტი არ შეიცავს მარცვლეულს, გლუტენს, ფქვილს და დამატებით ცხიმს. დამზადებულია ნედლი ინგრედიენტებისგან დაბალ ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს ვიტამინებისა და მინერალების შენარჩუნებას. არ ექსტრუდირდება.
Alpha Spirit არის ესპანური ჰოლისტიკ ბრენდი, რომელიც შინაური ცხოველებისთვის მაღალი ხარისხის საკვებს აწარმოებს. ბრენდი გამოირჩევა იმით, რომ თავისი პროდუქციის დასამზადებლად იყენებს ნედლ ხორცს და ბუნებრივ ინგრედიენტებს, რაც უზრუნველყოფს ცხოველისთვის ადვილად მოსანელებელ, ნუტრიანტებით მდიდარ და ბიოლოგიურად შესაფერის კვებას.
Alpha Spirit-ის საკვები მზადდება ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ინარჩუნებს შემავალი ინგრედიენტების ყველა სასარგებლო თვისებას და გემოს, რაც ცხოველების დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღ ცხოვრებას განაპირობებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.