უფასო მიწოდება
7 Wonders სტრატეგიულ-ეკონომიკური თამაშია, რომელშიც მოთამაშეები ყველაზე ძლიერი ცივილიზაციის შექმნას ცდილობენ.
ნივთის ზომა: 20.3 x 20.3 x 5 სმ
მოთამაშეების რაოდენობა: 2 მოთამაშე
თამაშის ხანგრძლივობა: 30 წუთი
ასაკი: 10+
არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
7 Wonders Duel განსხვავდება მისი წინამორბედი თამაშისგან იმით, რომ აქ თამაშში მხოლოდ 2 მოთამაშე უპირისპირდება ერთმანეთს.
თამაშის ძირითადი პრინციპი იგივეა: 7 Wonders Duel სტრატეგიულ-ეკონომიკური თამაშია, რომელშიც მოთამაშეები ყველაზე ძლიერი ცივილიზაციის შექმნას ცდილობენ. თამაშში ანტიკური სამყაროს 7 ძლევამოსილი ქალაქიდან ერთ-ერთს განაგებთ და ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ცდილობთ, განვითარების ისეთ დონეს მიაღწიოთ, რომ ყველა სხვა სახელმწიფო დაამარცხოთ. 7 Wonders Duel-ში გამარჯვების მოსაპოვებლად მოგიწევთ სახელმწიფო ეკონომიკური, სამხედრო, სავაჭრო, არქიტექტურული და ყველა სხვა მიმართულებით განავითაროთ. გააგრძელეთ ქალაქში მიმდინარე პროგრესი, ააგეთ მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი და დატოვეთ წარუშლელი კვალი მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში.
სამაგიდო თამაშები შესანიშნავი სავარჯიშოა ტვინისთვის. თამაში ასტიმულირებს ტვინის უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერების ფორმირებასა და აზროვნების რთულ პროცესებზე ყველა ასაკის ადამიანისთვის. თამაშში ჩართვა გვეხმარება ისეთი არსებითი შემეცნებითი უნარების განვითარებაში, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, უფრო მაღალი დონის სტრატეგიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა.