უფასო მიწოდება
Aiwa PA-100 სმარტ ჰაერის გამწმენდი ასუფთავებს ჰაერს მთლიან ოთახში. მოწყობილობას აქვს სიჩქარის 3 რეჟიმი, რომელიც შეგიძლიათ თავადვე დაარეგულიროთ. ხარისხიანი HEPA ფილტრის წყალობით, Aiwa PA-100 მარტივად ასუფთავებს ჰაერის 99.95%-ს და ალერგიის გამომწვევ მავნე ნაწილაკებს სულ რაღაც 2 საათში. ჰაერის გამწმენდს აქვს 2, 4 და 8 საათიანი ავტომატურად გათიშვის ფუნქცია.
გამწმენდის ფუნქციონირების ეფექტური ზონა 16.8 მ²-ია. Aiwa PA-100-ს შეუძლია ჰაერი გაწმინდოს ბაქტერიული და სოკოს ვირუსებისგან, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია გრიპის პერიოდში გაციებისგან თავდასაცავად. ასევე გამწმენდი უზრუნველყოფს ალერგიული ადამიანების, მოხუცებისა და ბავშვებისთვის ჰაერის ოპტიმალური დონის შერჩუნებას.
Aiwa PA-100 ძალიან ჩუმია. უმაღლეს სიჩქარეზე გამწმენდი გამოსცემს მხოლოდ 50 dB-ს, რაც ხმაურის დაბალ დონედ მიიჩნევა. მოწყობილობას აქვს ძლიერი, HEPA ჰიგიენური ფილტრი, რომლის გაწმენდა და გამოცვლაც ძალიან მარტივია.
ლეგენდარული იაპონური ბრენდი Aiwa 1951 წელს შეიქმნა და მსოფლიოში ცნობილია სპიკერების, სტერეოსისტემების და სხვა ტექნიკის მიმართულებით. ბრენდის ძირითადი მიზანი მუსიკის გარშემო ხალხის გაერთიანებაა. როგორ აკეთებს ამას Aiwa? ბრენდს აქვს მარტივი ფორმულა ხარისხიანი აღჭურვილობის შექმნისთვის - Aiwa კაპიტალს უმაღლესი ხარისხის კომპონენტებში აბანდებს და მომხმარებელს მსოფლიო დონის მომსახურებას სთავაზობს.