კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
სამაგიდო თამაში, The Grizzledსამაგიდო თამაში, The Grizzled
სამაგიდო თამაში, The Grizzled

უფასო მიწოდება

45.00
სამაგიდო თამაში, The Grizzled  samagido tamashi, the grizzled - ვარიაცია 1 სამაგიდო თამაში, The Grizzled  samagido tamashi, the grizzled - ვარიაცია 1
სამაგიდო თამაში, The Grizzled  samagido tamashi, the grizzled - ვარიაცია 2 სამაგიდო თამაში, The Grizzled  samagido tamashi, the grizzled - ვარიაცია 2

სამაგიდო თამაში, The Grizzled

ID: 889696000491

The Grizzled აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო კოოპერატიულ თამაშად, რომლის უნიკალური ილუსტრაციები ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და ჭეშმარიტი მეგობრობა.

 

ნივთის ზომა: 14 x 14 x 5 სმ

 

მოთამაშეების რაოდენობა: 2 - 5

 

თამაშის ხანგრძლივობა: 30 წთ

 

ასაკი: 12+

 

 

45.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

სამაგიდო თამაში, Goat Lord-30%

სამაგიდო თამაში, The Grizzled

The Grizzled-ში მოქმედება 1914 წლის აგვისტოში მიმდინარეობს, როდესაც დასავლეთის ფრონტზე დიდი ომი მძვინვარებს. ინტენსიური ბრძოლების პარალელურად, უმკაცრესი კლიმატი სანგრებში განთავსებული ჯარისკაცების ყოფას უფრო და უფრო ამძიმებს. ამ ომში გადარჩენის ერთადერთი შანსი სწორი სტრატეგია, იღბალი და რამდენიმე ერთგული მეგობრის გვერდში დგომაა. The Grizzled კოოპერატიული თამაშია, რომელშიც მოთამაშეები სანგრებში უნდა გადარჩნენ პირველი მსოფლიო ომის დროს. თითოეულ რაუნდში მათ ურთულესი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ: არტილერიის თავდასხმა, გაზის შეტევები, ამინდის გაუარესება, ქარიშხალი, ტრავმები და სხვა. ჯარისკაცთა მხოლოდ ის გაერთიანება შეძლებს ამ რთული სიტუაციის გამკლავებას, რომლებიც ერთობლივი ძალებით დაძლევენ სირთულეებს და უმნიშვნელოვანესი მოქმედებების შესრულებასთან ერთად ერთმანეთის გამხნევებასაც შეძლებენ. სწორი სტრატეგია, გუნდური მუშაობა და ცოტა იღბალი ის იარაღებია, რაც ამ კოოპერატიული თამაშის მოსაგებად გჭირდებათ. The Grizzled აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო კოოპერატიულ თამაშად, რომლის უნიკალური ილუსტრაციები ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და ჭეშმარიტი მეგობრობა. გამოცადეთ თქვენი მეგობრობის სიმტკიცე და გაარკვიეთ, შეძლებს თუ არა ჭეშმარიტი მეგობრობა საზარელი ომის შეჩერებას.

სამაგიდო თამაშები შესანიშნავი სავარჯიშოა ტვინისთვის.  თამაში ასტიმულირებს ტვინის უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერების ფორმირებასა და აზროვნების რთულ პროცესებზე ყველა ასაკის ადამიანისთვის. თამაშში ჩართვა გვეხმარება ისეთი არსებითი შემეცნებითი უნარების განვითარებაში, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, უფრო მაღალი დონის სტრატეგიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ასაკობრივი ჯგუფი12+
  • ზომა14 x 14 x 5 სმ
  • მოთამაშეების რაოდენობა2 - 5
  • თამაშის ხანგრძლივობა30 წთ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.