თბილისში მიწოდება 3 საათში

გამოცემის წელი: 2023
გვერდების რაოდენობა: 166
ISBN: 9789941372865
გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა
„ნიუტონას დღიური“ სამი ლიტერატურული თხზულებისგან შედგება: „ნიუტონას დღიური“, „მიწა“ და „მკვდარი ქალაქის ჩანაწერები“. კრებულის ავტორი, ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი, გაზეთ „7 დღის“ კორესპონდენტი იყო აფხაზეთის ომში. სწორედ ომის შთაბეჭდილებებით, გამოცდილებითა და განცდებით არის შექმნილი მისი მოთხრობები. ამ კრებულში ჩანს, როგორი გავლენა მოახდინა ომმა და ომის შემდგომმა პერიოდმა ჟურნალისტზე, რომელიც ომის პირველ დღეებში მხოლოდ საკუთარი ხალხის სიმართლეს ხედავდა. ამ გამოცდილებამ, ომის გზაზე შეხვედრილი ადამიანების ისტორიებმა, ომის შემდეგ გაგრძელებულმა ძიებებმა მას დაანახა, რომ სახელმწიფოს შიდა ომებში მართალი მხარე არ არსებობს. მოთხრობების პერსონაჟი ჯარისკაცები უყოყმანოდ იხოცებიან სამშობლოსთვის, მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ მათი თანამებრძოლების ერთი ნაწილი სასტიკად და უსამართლოდ ექცევა აფხაზებს, არანაკლებ, ვიდრე აფხაზები ექცევიან ქართველებს. ლიას მოთხრობების გმირები ჰყვებიან აფხაზების ავკაცობაზე, მაგრამ ჰყვებიან მათ მიერ გაკეთებულ სიკეთეებზეც; ჰყვებიან აფხაზების მიერ გაჟლეტილ ქართველებზე, მაგრამ ჰყვებიან ქართველების მიერ მიწასთან გასწორებულ აფხაზურ სოფლებზეც. კრებულიდან აღებული სიუჟეტები და თემები – ორი მხრიდან დანახული ომი და ჟურნალისტის მეტამორფოზა – საფუძვლად დაედო რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმს „იარე, ლიზა.“ სცენარის ერთ-ერთი ავტორი ნანა ჯანელიძესთან ერთად ლია ტოკლიკიშვილია.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.