უფასო მიწოდება
•თეთრი ღვინო
•ყურძნის ჯიში: ცოლიკაური, ციცქა.
•ტექნოლოგია: კლასიკური.
•ალკოჰოლის შემცველობა: 14.3%.
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: იმერეთი.
•არომატი: თეთრი ხილი.
•გემო: ჰარმონიული.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•ფერი: ქარვისფერი.
•წელი: 2020.
•მოცულობა: 750 მლ.
მშვენიერაძის ეს ქარვისფერი ღვინო დამზადებულია ციცქასა და ცოლიკაურის ქართული ჯიშის ყურძნებისგან. აქვს მათთვის დამახასიათებელი სასიამოვნო გემო და არომატი.
მშვენიერაძის მეღვინეობა პატარა, საოჯახო მეღვინეობაა, იმერეთის რაიონის სოფელი ცხენთაროდან, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. აჯამეთის ტყე, რომელიც სოფელს სამხრეთიდან აკრავს, შესამჩნევად მოქმედებს მის ჰაერსა და ტერუარზე. ცხენთარო ქუთაისიდან, ბაღდათიდან და ზესტაფონიდან 25 კმ-ით არის დაშორებული. ცხენთარო, როგორც გამორჩეული ღვინის მწარმოებელი სოფელი, XIX საუკუნიდან იმერეთის მარნების რუკაზეა. ძნელი სათქმელია, რა იყო მანამდე. მშვენიერაძეების წინაპრები, როგორც სოფლის ყველა სხვა ოჯახი, ღვინოს „ჭურში“ (ასე ვუწოდებთ იმერეთში თიხის ქვევრს) ამზადებდნენ. იმერეთში მეღვინეობა სადღაც ევროპული და კახური მეღვინეობის ტრადიციებს შორისაა, ასევე მშვენიერაძეების მეღვინეობაშიც.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით.
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.