უფასო მიწოდება
• დიმნა, ცოლიკაური, თეთრი მშრალი ღვინო, 2020 წ.
• ყურძნის ჯიში: ცოლიკაური.
• ტექნოლოგია: ქვევრი.
• ალკოჰოლის შემცველობა: 12%.
• ქვეყანა: საქართველო.
• რეგიონი: იმერეთი.
• გემო: სასიამოვნო, მშრალი.
• ბოთლის ტიპი: შუშა.
• ფერი: თეთრი.
• წელი: 2020.
• მოცულობა: 750 მლ.
ცოლიკაური უძველესი ქართული საღვინე ჯიშია. ღვინო დამზადებული და დავარგებულია ლერი ჩიქვინიძის საოჯახო მარანში, 2020 წელს მოწეული მოსავლიდან. ვენახი გაშენებულია ზომიერი სიმჟავის თიხნარ (აყალო) ნიადაგზე, ზღვის დონიდან 180 მეტრის სიმაღლეზე. ვენახი იწამლება ბიო-ორგანული პრეპარატებით. ღვინო დაწმენდილია ბუნებრივი დალექვით. გოგირდი გამოიყენება მხოლოდ კვამლის სახით.
ღვინო იწარმოება დასავლეთ საქართველოში, ბაღდათის რაიონში, სოფელ დიმში (დიმნა - სოფლის პრეისტორიული დასახელება), იმერულ მარან „დიმნაში“. ლაშა ჩიქვინიძე წარმოადგენს ოჯახის მეხუთე თაობას, რომელიც ეწევა მეღვინეობას. მისი დიდი ბაბუა - მოსე წაქაძე - იყო იმერეთში პირველი კომერციული საოჯახო მარნის მფლობელი, რომელიც ასახულია ნიკო ფიროსმანის ტილოებში. მის მფლობელობაშია 2 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, კერძოდ, 3500 ცოლიკოურის ნერგი, 1000 - ძელშავის, 500 - კრახუნას, 500 - ალექსანდროულის, 500 - ოცხანური საფერეს. მათ შორის 500 ნერგი გაშენებულია ტალავერზე. ასევე, სხვადასხვა ჯიშის სასუფრე ყურძენი - 300 ნერგი. აღნიშნული ვენახი გაშენებულია სხვადასხვა წლებში, ყავისფერ-თიხნარ (აყალო) ნიადაგზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ღვინო ფერმენტაციასა და დავარგებას გადის ქვევრში, ქვევრიდან ამოღების შემდეგ კი ინახება უჟანგავი ფოლადისა და შუშის ჭურჭელში.