უფასო მიწოდება
• ქარვისფერი მშრალი ღვინო.
• ყურძნის ჯიში: მწვანე.
• ტექნოლოგია: ქვევრი.
• ალკოჰოლის შემცველობა: 12%.
• ქვეყანა: საქართველო.
• არომატი: თეთრი ხილი.
• გემო: სასიამოვნო, სხეულიანი.
• ფერი: ქარვისფერი.
• წელი: 2020.
• ბოთლის ტიპი: შუშა.
• მოცულობა: 750 მლ.
ღვინო დამზადებულია ქართული ჯიშის ყურძნისგან - მწვანე. დაყენებულია ქვევრში, უძველესი ქართული მეთოდით, დავარგებულია სრულ ჭაჭაზე ექვსი თვის განმავლობაში. ხასიათდება ოქროსფერი შეფერილობით, მაღალექსტრაქტულობითა და ტიპიურობით. ვენახში გამოიყენება მხოლოდ ბიოპრეპარატები.
დასაბამი გახლავთ ოჯახის საკუთრება, რომელიც დაარსებულია ბაბუის მიერ. იგი ამაყად ინახავს მეღვინეობის ქართულ ტრადიციულ მეთოდებს, ყოველწლიურად აწარმოებს 3000-მდე ბოთლს ყველა ისტორიული და ორგანული პრაქტიკით. მეღვინეობა მოიცავს ერთ ჰექტარ ვენახს, სადაც იკრიფება ადგილობრივი ყურძნის ჯიშები - რქაწითელი, მწვანე, ხიხვი და თავკვერი. დასაბამი ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრია. ტერიტორიულად მდებარეობს ქართლის სამხრეთ ნაწილში, საქართველოს ისტორიულ რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით და მეღვინეობის ტრადიციით.