კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბებიას, ქუდი პომპონით, ყავისფერი, Mბებიას, ქუდი პომპონით, ყავისფერი, M
ბებიას, ქუდი პომპონით, ყავისფერი, M

უფასო მიწოდება

59.00
ბებიას, ქუდი პომპონით, ყავისფერი, M  bebias, qudi pomponit, yavisferi, m - ვარიაცია 1 ბებიას, ქუდი პომპონით, ყავისფერი, M  bebias, qudi pomponit, yavisferi, m - ვარიაცია 1

ბებიას, ქუდი პომპონით, ყავისფერი, M

ID: 4821171220320

ბებიას

 

ქუდი

 

ნივთის ზომა: M

 

მასალა: 100% შალი

59.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

ბებიას, ქუდი პომპონით, ყავისფერი, M

ტრადიციით შექმნილი, სიყვარულით შესრულებული. ბებიას ყოველი ნახელავი სითბოს, ოსტატობისა და სოციალური გავლენის ისტორიას ყვება. ქართული ბებიების მიერ ხელით ნაქსოვი თითოეული პროდუქტი გამოხატავს თაობიდან თაობაზე გადაცემულ უნარებს. ჩვენი პროდუქტები მხოლოდ აქსესუარები არაა — ეს სიმბოლოებია სიყვარულის, ზრუნვისა და მდგრადობის. 100% ნატურალური მასალები, 100% კომფორტი. ჩვენი ნახელავი დამზადებულია 100% ნატურალური მასალებისგან, რაც უზრუნველყოფს არაჩვეულებრივ კომფორტსა და სუნთქვადობას. ვიყენებთ საუკეთესო შალს თუშეთის მთებიდან, განსაკუთრებულად რბილ 100% შალს და ნატურალურ ბამბას, რათა თითოეული ნივთი იყოს ეკო-მეგობრული, რბილი და იდეალური ყველა სეზონისთვის. შალი უზრუნველყოფს თბილ კომფორტს ცივ თვეებში, ხოლო ჩვენი უფრო მსუბუქი ბამბის ვარიანტები შესანიშნავია ნაკლებად ცივი ამინდში.

ბებიას

ბებიების ხელით შექმნილი — სიყვარული ყველა ნახელავში
ბებიას მხოლოდ ბრენდი არაა — ეს მისიაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ბებიების გაძლიერებას. ჩვენ მათ ვთავაზობთ ღირსეულ სამუშაოს და ფინანსურ მხარდაჭერას, რითაც ვაფასებთ მათ უნარებს და ვუზიარებთ მათ ნამუშევრებს მსოფლიოს. ყოველი ნახელავი უნიკალური სამოსის ნაწილია, რომელიც შექმნილია სითბოთი და სიყვარულით.
დროში გამოცდილი სტილი და მრავალფეროვნება
ჩვენი დიზაინები აერთიანებს კლასიკურ მომხიბვლელობას თანამედროვე მინიმალიზმთან. ბებიას ნახელავები შესანიშნავია ნებისმიერი შემთხვევისთვის — დილის გრილი მგზავრობიდან დაწყებული, რუსთაველზე თავისუფლების ბრძოლაში გატარებული საღამოებით დასრულებული. მათი სუფთა და დროში გამოცდილი დიზაინი მრავალფეროვან აქსესუარად აქცევს ნებისმიერ გარდერობში, იქნება ეს თამამი ქუჩის სტილი თუ კომფორტული, ყოველდღიური იერი.
მდგრადობა და სოციალური გავლენა
როდესაც ბებიას პროდუქტებს ყიდულობთ, მხარს უჭერთ უფრო მდგრად მომავალს. ჩვენი 100% ნატურალური მასალები ეთიკურად არის მოპოვებული და ჩვენი წარმოების პროცესი პრიორიტეტს ანიჭებს გარემოს დაცვას. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ პლანეტას არ ეხება — ეს ადამიანებზეა. ყოველი შენაძენი ეხმარება ჩვენი ბებიების ყოფას, აძლევს მათ დამატებით შემოსავალსა და ცხოვრების ხალისს.
რატომ უნდა აირჩიოთ ბებიას ნახელავი?
ქართველი ბებიების ხელით შექმნილი — თითოეული ნივთი სიყვარულის, ოსტატობის და ზრუნვის ისტორიას ყვება.
100% ნატურალური მასალები — ზრუნვა ადამიანზე, ზრუნვა პლანეტაზე.
დროში გამოცდილი დიზაინი — მინიმალური, თანამედროვე და მრავალფეროვანი ნებისმიერი გარდერობისთვის.
გამოცადე ბებიას სითბო
იგრძენი სითბო, ტრადიცია და ბუნება ბებიას ხელნაკეთ თითოეულ ნაწარმთან ერთად. ყოველი ძაფი ატარებს ბებიას სიყვარულს, ხოლო ყოველი შეძენა მხარს უჭერს მათ კეთილდღეობას. ეს უბრალოდ მოდა არაა — ეს მოძრაობაა. გამოსცადე ეს ყველაფერი თავად დღესვე.

დამატებითი მახასიათებლები

  • ბრენდიბებიას
  • ტიპიქუდი
  • მასალაშალი
  • ნივთის ზომაM
  • ფერიყავისფერი
  • ბრენდის წარმომავლობასაქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.