უფასო მიწოდება
•წითელი მშრალი ღვინო.
•ყურძნის ჯიში: საფერავი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 14.5 %.
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•ფერი: წითელი.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•მოცულობა: 750 მლ.
ჩვენი ვენახები მდებარეობს ხაშმის საუკეთესო ზვრებში: ყარაბულახსა და თოკებში. ვენახებს ვუვლით ორგანული მეთოდებით, არ ვიყენებთ სისტემურ წამლებს და არც სასუქებს. ღვინო დაყენებულია ქვევრში, ბუნებრივად, ყველანაირი დანამატის და ფილტრაციის გარეშე, შესაბამისად მოსალოდნელია ნალექის წარმოქმნა, ღვინო შეინახეთ ჰორიზონტალურად ბნელ, გრილ ადგილას.
ჩვენი მარნის ისტორია იწყება 1984 წლიდან, როდესაც პაპაჩემმა, ალექსანდრე ვოლსკიმ სოფელ ხაშმში ააშენა სააგარაკე სახლი და გამართა ტრადიციული მარნით. მას შემდეგ მამაჩემი და პაპაჩემი ყოველწლიურად აყენებდნენ ღვინოს ამ მარანში, მე კი (გიორგი ვოლსკი) ბავშვობიდან ვეხმარებოდი მათ და ჩართული ვიყავი საოჯახო საქმიანობაში. მამაჩემი და პაპაჩემი ღვინოს აყენებდნენ მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის და შესაბამისად ჯანსაღი და სასარგებლო ღვინის მისაღებად ვენახს უვლიდნენ მხოლოდ ბიო-ორგანული მეთოდებით, ღვინოს კი აყენებდნენ ბუნებრივად, ყველანაირი დანამატის გარეშე. ამჟამად, მე ვაგრძელებ ამ საოჯახო ტრადიციას და ღვინოს ვაყენებ იგივე მეთოდებით, უკვე კომერციული მიზნებისთვისაც. შესაბამისად ჩვენი ღვინოები დაყენებულია ბიო-ორგანული მეთოდით მოყვანილი ყურძნისგან და ყველანაირი დანამატის, მათ შორის გოგირდის და ასევე ფილტრაციის გარეშე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.